Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

08
11.17
კსუ-ს დელეგაცია ყვარელში ილიაობის დღესასწაულს დაესწრო
კსუ-ს დელეგაცია ყვარელში ილიაობის დღესასწაულს დაესწრო

ყვარლის წარჩინებული ხუთი მოსწავლე, რომელიც სწავლას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სასურველ საბაკალავრო პროგრამაზე განაგრძობს ოთხი წლის განმავლობაში ხუთასლარიანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა საზოგადოებას ილიაობის დღესასწაულზე, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმში გააცნო. ვახტაგ წივწივაძემ სასწავლო გრანტის დამადასტურებელი სერთიფიკატი ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ქეთევან ჭიპაშვილს გადასცა.

სასწავლო გრანტის მფლობელებს ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამოავლენს.

კახეთის წარჩინებული მოსწავლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნოუთბუქებით დააჯილდოვეს.

ილიაობის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ფილმების ჩვენებაც მოეწყო. მაყურებელმა ახალი პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მომზადებული, პირველი შვიდი სერია იხილა. დოკუმენტური ფილმების ციკლი  - „ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“ მულტიმედია ცენტრმა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან ას ოთხმოც, ხოლო გარდაცვალებიდან ას ათი წლისთავს მიუძღვნა.

საზეიმო ღონისძიებების პარალელურად, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მუზეუმის დაარსებიდან ოთხმოცი წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.

ილიაობასთან დაკავშირებით, ყვარლის ისტორიულ ციხე-გალავანთან ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. დამსწრე საზოგადოებას სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში ტრადიციული კერძებისა და სასმელების დაგემოვნების საშუალება მიეცათ.

სახალხო ზეიმის ფარგლებში, ყვარლის ისტორიულ ციხე-გალავანთან გამართულ სპორტულ ღონისძიებებსა და თეატრალიზებულ წარმოდგენებს ვახტანგ წივწივაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„ილიაობა“ ყვარელში ყოველი წლის რვა ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს აღინიშნება.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;