Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

03
11.17
შიდა შესარჩევი კონფერენცია
შიდა შესარჩევი კონფერენცია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები - ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ ახალგაზრდულ საერთაშორისო პროექტში  - ,,ონკო 2017-ში“ - ჩაერთვებიან.

კონფერენციის ძირითადი თემა ონკოლოგიასა და ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს ეხმიანება.

ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ღონისძიება რამდენიმე ძირითად ეტაპად არის დაყოფილი: პირველ ეტაპზე, საქართველოს ფარგლებში არსებული მედიცინის სკოლების სტუდენტებს კომპეტენტური ჟიური მშობლიურ უნივერსიტეტში, შიდა შესარჩევ კონფერენციაზე გამოარჩევს. სამეცნიერო ღონისძიებაზე  დარეგისტრირებული უცხოელი სტუდენტებისთვის  კი  ონლაინ გასაუბრების ტური მოეწყობა.

პირველი ეტაპის შედეგებით, თითო უნივერსიტეტიდან სამი საუკეთესო მოხსენებების ავტორს საშუალება ექნება 8-12 იანვარს, ონკოლოგიაში თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიაროს, რის შემდეგაც, დასკვნითი კონფერენციის თარიღი ჩაინიშნება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შიდა შესარჩევი კონფერენცია 10 ნოემბერს გაიმართება.

კონფერენციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ საიტზე:  http://www.ysu.org.ge/

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;