Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

02
11.17
შუალედური გამოცდები საპილოტე რეჟიმში ტარდება
შუალედური გამოცდები საპილოტე რეჟიმში ტარდება

საგამოცდო პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ლალი მეკოკიშვილის ინიციატივითა და რექტორის - კახაბერ კორძაიას მხარდაჭერით, მედიცინის ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს - შუალედური გამოცდა, საპილოტე რეჟიმში, სასწავლო პლატფორმის - Moodle-ის პროგრამის დახმარებით, 30 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონულად უტარდებათ.

კსუ-ს დეკანატის ინფორმაციით, აღნიშნულ მეთოდსა და ინიციატივას, ტრადიციულ საგამოცდო ფორმატთან შედარებით, რამდენიმე ძირითადი უპირატესობა გააჩნია, მაგ.: დროისა და ადამიანური რესურსის დაზოგვა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საგამოცდო დროისა და კითხვარის ამოწურვის შემდეგ, სტუდენტი მომენტალურად იღებს ინფორმაციას შედეგთან და საგამოცდო ქულასთან დაკავშირებით.

მედიცინის ფაკულტეტზე საბაზისო 11 საგანში  ჩატარებული გამოცდები ელექტრონულად - საპილოტე რეჟიმში, ხოლო საუნივერსიტეტო საგნები, წინასწარ გაწერილი განრიგით -  საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;