Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

27
10.17
ჯეპარდის პირველი თამაში
ჯეპარდის პირველი თამაში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ორგანიზებითა და ინიციატივით, კვირის ბოლოს, ტრადიციულად, ინტელექტუალური შეჯიბრება გაიმართა.

27 ოქტომბერს მორიგი ასეთი თამაში ,,ჯეპარდში“ ჩატარდა.  თამაშში მონაწილედ დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. კსუ-ს სტუდენტებთან ერთად შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს, ილიას სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტის 20-მდე სტუდენტმა. აღსანიშნავია, რომ თამაშის ერთ-ერთ მონაწილედ პრაიმ-აუდიტის დირექტორი - ამირან კილაძეც დარეგისტრირდა.

,,ჯეპარდის“ ფინალურ ეტაპზე კსუ-ს ორი სტუდენტი ირაკლი გაბელაია და სერგო გეგეჭკორი მეორე და მესამე ადგილზე გავიდნენ, ფინალის შედეგებით კი პირველი ადგილი გენადი ბჟინავამ  (სტუ)  დაიკავა.

ინტელექტკლუბის წარმომადგენლების ინფორმაციით, ყველა ინტელექტუალური თამაშის საპრიზო ადგილზე გასული მონაწილე შემოდგომის სეზონის დასკვნით ღონისძიებაზე დაჯილდოვდება, მანამდე კი ,,რა? სად?  როდის?“ თამაშის მორიგი ტური 3 ნოემბერს ჩაინიშნა.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;