Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

31
10.17
მარიამ ბურდულაძის მორიგი წარმატება
მარიამ ბურდულაძის მორიგი წარმატება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტი - მარიამ ბურდულაძე ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ ფინალშია.

კონკურსში საქართველოს მასშტაბით ხუთასამდე სტუდენტი მონაწილეობდა, თუმცა ფინალურ ტურში მხოლოდ ათი მონაწილე გადავიდა.

კონკურსის იმპროვიზებული ტური, 28 ოქტომბერს, სარაჯიშვილების საგვარეულო მამულში  ჩატარდა. მაროშენში შექმნილი 10 ნაწარმოებიდან სამი გამარჯვებული ნოემბრის თვეში გამოვლინდება.

რიგით მეცხრე კონკურსი - „შემოდგომის ლეგენდა“- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის ორგანიზებით ტარდება.

აღსანიშნავია, რომ მარიამ ბურდულაძე 2017 წლის თებერვალში ჩატარებული ესეების კონკურსის გამარჯვებულია. კონკურსი სამი ეტაპისაგან შედგებოდა და მასში მონაწილე 133 ავტორის ნამუშევრიდან 13 საუკეთესო შეირჩა. მათ შორის ერთ-ერთი მარიამის ესეა, რომელიც გაეროს მიერ შემუშავებულ ცხოვრებისეულ ღირებულებებს შეეხებოდა.

მარიამი გამარჯვებულ 12 მონაწილესთან ერთად მოლდოვის საზაფხულო სკოლაში იმყოფებოდა.

პროექტი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის – CCIIR ორგანიზებით ჩატარდა.

რაც შეეხება გასული წლების აქტივობებს, მარიამ ბურდულაძე ფესტივალ „ფანARTის“ გამარჯვებული და „ეგოARTის“ ფინალისტია. მისი პირველი ელექტრონული სადებიუტო წიგნი კი ლიტერატურული პრემია „საბა“ 2016 - ის ნომინანტთა სიაში წარადგინეს.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;