Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

22
10.17
Student Cup
Student Cup

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა  Student Cup-ის ფინალურ ავტორბოლაში მესამე და მეხუთე ადგილი დაიკავეს.

რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში მოქმედი ჩემპიონი - კსუ ორი გუნდით იყო წარმოდგენილი. მესამე საპრიზო ადგილზე გასული გუნდის შემადგენლობა შემდეგნაირად დაკომპლექტდა: ნოდარ სიხარულიძე, გიორგი სიხარულიძე, ამირან თეჯოიანი და ნიკა ხერკელაძე.

ჩემპიონატში კსუ-სთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის 7 გუნდი მონაწილეობდა.

ჩემპიონატის პირველი და მეორე  საპრიზო ადგილი  საქართველოს ტექნიკურ და ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გაინაწილეს.  გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი, სამეულში გასულ მონაწილეებს კი -  სიგელები გადაეცათ.

ჩემპიონატი BMW CLUB GEORGIA-სა და SEU RACING CLUB-ის ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია რბოლები ღია სივრცის ნაცვლად, უსაფრთხო ტერიოტორიაზე ჩატარდეს.

შეგახსენებთ, რომ კსუ-ში ავტოკლუბი მესამე წელია ფუნქციონირებს და არსებობის მანძილზე სხვადასხვა საპრიზო ადგილის დაკავება და "STUDENTS CUP 2017“-ის გამარჯვებულის სტატუსის მოპოვება შეძლო.

კსუ-ს ავტო კლუბი მადლობას უხდის ადმინისტრაციას გაწეული მატერიალური დახმარებისთვის, ხოლო კომპანია Rheinol -ს და frego -ს მეგობრობითვის.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;