Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

19
10.17
მრგვალი მაგიდა
მრგვალი მაგიდა

,,მან სიცოცხლე გასწირა ადამიანების უფლებებისათვის. ცხადია, რომ მან ეს გააკეთა რელიგიური ენის გამოყენებით - ის პირველ რიგში იყო ეკლესიის კაცი“ - ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის მკვლევარი-ისტორიკოსი ანტონი დუდეკი.

კაპელანი და პოლონეთში არსებული მოძრაობა სოლიდარობის მხარდამჭერი მამა  ეჟი პოპელუშკო, რომელიც რეჟიმის დიდი მოწინააღმდეგე იყო, 1984 წლის 19 ოქტომბერს პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა მოკლეს.

სწორედ მამა ეჟი პოპელუშკოს მკვლელობის დღეს მიეძღვნა კსუ-ს ირინე სხირტლაძის სახელობის პოლონური ენისა და კულტურის ცენტრში გამართული მრგვალი მაგიდა. ღონისძიებას - ,,პროტესტის კულტურის მნიშვნელობა“ - საპატიო სტუმრის ამპლუით მოქმედი ჟურნალისტები -  პიოტრ ჰლებოვიჩი და იადვიგა ჰმელინსკა ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვალების შემდეგ, მამა ეჟი პოპელუშკოს ცხოვრებასა და მოღვაწეობას 150-ზე მეტი წიგნი მიეძღვნა, რომელთა დიდი ნაწილი 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. 2010 წელს კი გამოვიდა ბიოგრაფიული ფილმი: ,,პოპელუშკო, თავისუფლება ჩვენშია“.

2010 წელს მამა ეჟი პოპელუშკო -  წმინდანად შერაცხეს. 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;