Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

18
10.17
ამხანაგური მატჩი
ამხანაგური მატჩი

ფეხბურთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს  და ხელი შეუწყოს პოლიტიკური კულტურის ამაღლებასა და სოციალურ ჩართულობას -  ამ იდეითა და მიზნით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის დიპლომატიური კლუბის პარტნიორობით, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსსა და ჟურნალისტთა გუნდებს შორის, ამხანაგური მატჩი გაიმართა.

სპორტული შეხვედრა რასიზმისა და სხვა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ წარმართულ საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, (FARE Action Week 2017) რომელსაც  კოორდინაციას ორგანიზაციათა ქსელი - ფეხბურთი რასიზმის წინააღმდეგ ევროპაში (FARE) უწევს. 

აქციას რამდენიმე ძირითადი მიზანი ამოძრავებს:

  • დისკრიმინაციასთან ბრძოლა;
  • რასიზმისა და ექსტრემიზმის პრევენციაში - ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა თუ დიპლომატების როლის წინ წამოწევა;
  • წარმომავლობისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, თითოეული ადამიანის ჩართულობა ფეხბურთის განვითარებაში;

კვირეულის ფარგლებში, ბოლო წლებში ევროპის 70 ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ - (არგენტინა, ბრაზილია, კამერუნი, მექსიკა და ა.შ. ) 4000-მდე ღონისძიება ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ (FARE Action Week 2017) სპორტის სამყაროში დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი სოციალური აქტივობაა, რომელიც ასიათასობით ადამიანს  ერთი მთავარი მესიჯით აერთიანებს, რომ ფეხბურთისთვის ბარიერები არ არსებობს. აღნიშნული აქცია, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, სპორტული ჟურნალისტების ასოციაციისა და დიპლომატთა ჯგუფის თანადახმარებით (EUMM) ჩატარდა.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;