Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

11
10.17
ალდაგის საინფორმაციო შეხვედრა
ალდაგის საინფორმაციო შეხვედრა

მოქნილი სამუშაო გრაფიკი, მზარდი ანაზღაურება, მეგობრული გარემო, საინტერესო და სახალისო ტრენინგები - ეს იმ პუნქტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ადამიანური რესურსის მართვის განყოფილების წარმომადგენლებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს არსებული ვაკანსიების პირობები გააცნეს და თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

,,ალგადის“ HR განყოფილების წარმომადგენელმა ანა სურმანიძემ შეკრებილ სტუდენტებს სააგენტო ქსელის სტრუქტურა და onjob.ge პლატფორმა გააცნო. მისი განცხადებით, აღნიშნულ გვერდზე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ონლაინ აგენტად დარეგისტრირდეს და  სახლიდან გაუსვლელად იმუშაოს.

შეხვედის ბოლოს, კომპანიის წარმომადგენლებმა სპეციალური სააპლიკაციო ფორმები დაარიგეს, რომლის შევსებაც ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს შეეძლო. მონაცემების დამუშავების შემდეგ, მათ გასაუბრებაზე მოიწვევენ და საშუალება მიეცემათ ტრენინგებისა და შიდა გამოცდის საფუძველზე კომპანიის თანამშრომლები გახდნენ.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;