Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

09
10.17
კსუ-ს 200-მდე სტუდენტი სპექტაკლზე - მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი
კსუ-ს 200-მდე სტუდენტი სპექტაკლზე - მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით, სხვადასხვა ფაკულტეტის 200-მდე სტუდენტი ერთმოქმედებიან კომედიას - ,,მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტს“ დაესწრო.

სტუდენტებს, რევაზ გაბრიაძის პიესის გოგა ქაჩიბაიასეული რეჟისურისა და  სცენური ვერსიის ნახვის შესაძლებლობა პრემიერის დღეს მიეცათ.

სპექტაკლში მოქმედება მე-19 საუკუნეში ვითარდება. გენერალი, თავადი ვანო ფანტიაშვილი მოულოდნელად იღებს დეპეშას. პარიზში გარდაიცვალა ყველას მიერ დავიწყებული ბიძა – მარშალ დე ფანტიე, ანდერძად კი თავადს უზარმაზარი, ფანტასტიკური ზომის, 9747 კარატიანი ბრილიანტი დაუტოვა.

 მემკვიდრეობის მისაღებად თავადი ფანტიაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად პარიზში მიემგზავრება, სადაც იწყება თავგადასავლები, ინტრიგები და, რა თქმა უნდა, გენერალის ცხოვრებაში შემოდის პირველი, ამაღლებული სიყვარული.

კსუ-ს სტუდენტების ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში სისტემატურ ხასიათს ატარებს.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;