Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

10
10.17
არქეოლოგ ნიზამუდინ ტაჰერს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
არქეოლოგ ნიზამუდინ ტაჰერს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების აღმოჩენაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, არქეოლოგ ნიზამუდინ ტაჰერს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.  

ცერემონიას,  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამთავრობო წრეებისა და  საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ პროფესორ-მასწავლებლები და ქართველი და ინდოელი სტუდენტები.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილების ჩამობრძანების საორგანიზაციო საკითხებში საპატრიარქოსთან, კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე და რექტორის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში დარპან პრაშერი.

ინდოელმა არქეოლოგმა, საჯარო პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას კვლევის, გათხრებისა და სამეცნიერო მუშაობის თითოეული ეტაპი მოკლედ გააცნო და პროცესში საქართველოს მხარის აქტიურობაზე გაამახვილა ყურადღება.

ნიზამუდინ ტაჰერმა თავის ჯგუფთან ერთად კვლევა-ძიების საქმეს 16 წელი მოანდომა. ტექსტუალური და  არქეოლოგიური ძიების შედეგად, სამუშაო ჯგუფის  მიერ აღმოჩენილი დედოფლის წმინდა ნაწილების აუთენტურობა, მეცნიერული კვლევებითა და დასკვნებით დადასტურდა. კვლევა-ძიების პარალელურად, არქეოლოგიური ჯგუფი სამეცნიერო ნაშრომებსაც აქვეყნებდა. საკითხი, მსოფლიო მასშტაბით, მიმოხილვის საგანი გახდა და მედიის ყურადღების ცენტრში მალე მოექცა.

შეგახსენებთ, რომ აშოთან მუხრან-ბატონის ასულმა, წმინდა ქეთევან დედოფალმა უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე, რის გამოც ის, 1624 წელს ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს. დედოფლის წმინდა ნაწილებს სამეცნიერო ექსპედიციები ინდოეთში სხვადასხვა დროს ეძებდნენ. სიწმინდეები საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში იქნება დაბრძანებული და ყველა ეპარქიას მოივლის. 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;