Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

07
10.17
პრაქტიკული სემინარი
პრაქტიკული სემინარი

კავკასიის  საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ტურზმის საბაკალავრო პროგრამის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებს, დედაქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრაქტიკული სემინარი „დღესასწაულების როლი ტურიზმის განვითარებისთვის“ - ფორაქიშვილების დარბაზში ჩაუტარდათ.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რესურსების წარმოჩენა, საქართველოს, როგორც უნიკალური ცივილიზაციისა და კულტურის მატარებელი ქვეყნის პოპულარიზაცია - ეს ის ძირითადი საკითხები და თემები იყო, რომლებზეც სტუდენტებმა პროგრამის ხელმძღვანელ ლალი მიქელაძესთან ერთად იმსჯელეს.

გასვლითი ლექციის ფარგლებში სტუდენტები აბანოთუბანს, 40 წმინდა სებასტიელ მოწამეთა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმსა და  ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესიას ესტუმრნენ.

სტუდენტებმა მოგვიანებით   რიყის მოედანზე გადაინაცვლეს და თბილისობის დღესასწაული ევროპის მოედანზე დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების წარმომადგენლებთან ერთად იზეიმეს.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;