კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი

24 სექტემბრიდან - 8 ოქტომბრის ჩათვლით ჩანიშნულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიც აქტიურად ჩაერთო და პირველი ღონისძიება - სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი - “თანამედროვე მედიაგანათლების გამოწვევები და პერსპექტივები” ჩაატარა. სემინარი კსუ-ს ბაზაზე არსებულ მულტიმედია ცენტრში გაიმართა. ღონისძიება, ცენტრისა და ჟურნალისტიკის სპეციალობის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას, კსუ-ს კანცლერი - ვახტანგ წივწივაძე და რექტორი - კახაბერ კორძაია მიესალმნენ და ნაყოფიერი სასემინარო მუშაობა უსურვეს. ბეჭდურ გამოცემათა მომზადების სწავლების სტრატეგიები, ახალგაზრდა ჟურნალისტების დასაქმება მედიის შრომით ბაზარზე, ინტერნეტეპოქის მედიაენა, სოციალური რეკლამის საგანმანათლებლო პოტენციალი - ეს იმ მოხსენებების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კსუ-ს მულტიმედია ცენტრში შეკრებილმა პროფესორ-მასწავლებლებმა, მედიის წარმომადგენლებმა თუ ჟურნალისტებმა იმსჯელეს. სამეცნიერო დებატების მიზანი რამდენიმე ძირითად პუნქტად გაიწერა: საქართველოს წამყვანი მედიასკოლების პროფესორ-მასწავლებელთა ერთიანი სადისკუსიო პლატფორმის ჩამოყალიბება, დარგის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ძიება, მედიაგანათლების განვითარებისკენ მიმართული გრძელვადიანი სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავება. მოხსენებებისა და პრეზენტაციების ნაწილის შემდეგ, სემინარის სადისკუსიო პანელი გაიმართა, სადაც შეკრებილმა საზოგადოებამ დარგობრივი ჟურნალისტიკის პერსპექტივებზე, თანამედროვე სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურის დეფიციტზე, სპეციალობის ახალი მიმართულებების სასწავლო პროგრამებში ინტეგრირების პრობლემებსა და სტუდენტური პროდუქციის მონიტორინგზე იმსჯელეს. სემინარი ნინო ჭალაგანიძემ და კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სესილი გოგიბერიძემ შეაჯამეს და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

 

იხილეთ ვიდეო

ახალი ამბები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან მუდმივად ზემოქმედებს ჩვენს ყოფაზე. ამ განყოფილებაში შესაძლებლობა გეძლევათ სტუდენტების თვალით დანახული, უნივერსიტეტის უნიკალურ მულტიმედიურ ბაზაზე მომზადებულ სიახლეებს გაეცნოთ. ჩვენ გვწამს, რომ კვალიფიციური და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ჟურნალისტის მომზადება თეორიული ცოდნისა და ამგვარი პრაქტიკული აქტივობების ურთიერთქმედებითაა შესაძლებელი.
 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;