Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

22
06.17
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
კავკასიის  საერთაშორისო  უნივერსიტეტი აცხადებს  კონკურსს  აკადემიურ  თანამდებობათა  დასაკავებლად

კავკასიის  საერთაშორისო  უნივერსიტეტი აცხადებს  კონკურსს  აკადემიურ  თანამდებობათა  დასაკავებლად

 

მიმართულება სამართალი

სპეციალობა საჯარო  სამართალი

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  2 ვაკანსია

სპეციალობა საერთაშორისო სამართალი

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  2 ვაკანსია

ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  2 ვაკანსია

 

მიმართულება ბიზნესის ადმინისტრირება

სპეციალობა მენეჯმენტი

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  2 ვაკანსია

 

მიმართულება ჯანდაცვა

სპეციალობა მედიცინა

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  2 ვაკანსია

ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  1 ვაკანსია

სპეციალობა სტომატოლოგია

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  1 ვაკანსია

ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  1 ვაკანსია

 

მიმართულება ჰუმანიტარული მეცნიერებები

სპეციალობა ფილოლოგია  (ინგლისური ფილოლოგია)

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  3  ვაკანსია

 

კონკურსი ცხადდება 2017  წლის 22 ივნისს

აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა  2017  წლის  24 ივლისიდან  26  ივლისის

ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ  კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სპეციალობისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე); 

2. ავტობიოგრაფია (CV); 

3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

4. ერთი ფოტოსურათი;

5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად   დამოწმებული ასლი;

6. სამეცნიერო–პედაგოგიური  მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;

7. პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;

8. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;

9. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა);

 10. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.

 

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:

დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);

იმ საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეფცია (აღწერა), რომლის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილიც აქვს კონკურსანტს;

იმ  სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; 

საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება.

 

ასოცირებული პროფესორის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  საჭიროა:

დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);

იმ  სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; 

საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება.

 

ასისტენტ პროფესორის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  საჭიროა:

დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც  ექნება სამეცნიერო – პედაგოგიური გამოცდილებაც);

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);

იმ  სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში.

 

პროფესიული  ნიშნით კვალიფიკაციის  დასადასტურებლად:

დარგში მუშაობის  პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში, არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით.

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);

2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში).

 

კონკურსის პირობები:

საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;

უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის  გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.

 

კონკურსის პირველი ეტაპი  ჩატარდება 2017 წლის 27  ივლისს;

კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში)  ჩატარდება 2017 წლის 28  ივლისს;

შედეგები გამოქვეყნდება 2017 წლის 28  ივლისს.

 

კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 705

ტელ.:  261-12-98;  2 30-86-41;  210-52-03

იხილეთ PDF ფაილი

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;