კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
თამაზ კვაჭანტირაძეს 77 წელი შეუსრულდა

ღვაწლმოსილ ლიტერატორს, კრიტიკოსსა და კალმოსანს თამაზ კვაჭანტირაძეს 77 წელი შეუსრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სურვილითა და ინიციატივით დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. ქართული ენის სიწმინდის დაცვისთვის, მაღალი სულიერი და ზნეობრივი ფასეულობების დამკვიდრებისა და ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის მნიშვნელობის წარმოჩენისათვის იუბილარს საპატრიარქოს სიგელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წარმოამდგენელმა მამა იოანემ გადასცა. ღონისძიებაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედა ცენტრის ბაზაზე მომზადებული, შოთა რუსთაველის დაბადების 850 წლისადმი მიძღვნილი პროექტის „რუსთველის სამყარო - თამაზ კვაჭანტირაძე“ ჩვენება გაიმართა. „რასაცა გასცემ შენია, რასც არა დაკარგულია“, „სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა“ - მაყურებელმა გადაცემათა ციკლის ორი კარის ფრაგმენტებისგან შექმნილი ფილმი იხილა. ჩვენების შემდეგ აუდიტორიას სიტყვით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მიმართა. ვახტანგ წივწივაძემ თამაზ კვაჭანტირაძეს დაბადების დღე მიულოცა, უნივერსიტეტის რექტორატის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით თანამშორმლობისათვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ფულადი ჯილდო გადასცა. აუდიტორიას სიტყვით უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა სულხან მელაძემ მიმართა. გამომსვლელებმა სასკოლო განათლების განვითარების კუთხით პროექტის მნიშვნელობასა და მაყურებლისათვის გემოვნებიანი მედიაპროდუქტის შეთავაზების აუცილებლობაზე ისაუბრეს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში განხორციელებული პროექტი დადებითად შეაფასა დამსწრე საზოგადოებამ. თამაზ კვაჭანტირაძე, ქართული სიტყვიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჯავახიშვილის მედლით დააჯილდოვა. დაბადების დღისადმი მიძღნილ ღონისძიებას თამაზ კვაჭანტირაძის კოლეგები, მეგობრები ოჯახის წევრები და ნათესავები ესწრებოდნენ.

იხილეთ ვიდეო

 

ახალი ამბები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან მუდმივად ზემოქმედებს ჩვენს ყოფაზე. ამ განყოფილებაში შესაძლებლობა გეძლევათ სტუდენტების თვალით დანახული, უნივერსიტეტის უნიკალურ მულტიმედიურ ბაზაზე მომზადებულ სიახლეებს გაეცნოთ. ჩვენ გვწამს, რომ კვალიფიციური და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ჟურნალისტის მომზადება თეორიული ცოდნისა და ამგვარი პრაქტიკული აქტივობების ურთიერთქმედებითაა შესაძლებელი.
 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;