კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
წიგნის პრეზენტაცია

25 მაისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი და mediachecker-ის რედაქტორი სალომე აჩბა, კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს შეხვდნენ.
პრაქტიკული სემინარი კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ირინა ღვინერიას ორგანიზებით ჩატარდა, სადაც სტუმრებმა ,,ეთიკურად გაშუქების სახელმძღვანელო ჟურნალისტებისათვის“ პრეზენტაცია გამართეს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული რესურსი, სასწავლო დისციპლინა - კონფლიქტების გაშუქებაში - კსუ-ს სტუდენტებისთვის მანამდეც გამოიყენებოდა, თუმცა სახელმძღვანელო ნაბეჭდი სახით სულ ახლახანს გამოიცა.
გამოცემა დაბეჭდილია ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ,,მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერების“ ფარგლებში.
ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან ქარტიის მისიასა და როლზე, დარღვევების კონკრეტული მაგალითებსა და ფაქტებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და ქარტიის წარმომადგენლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. 
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს სტუდენტები, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სხვადასხვა პროგრამებსა თუ ტრენინგებში აქტიურად მონაწილეობენ.

 

იცხილეთ ვიდეო

ახალი ამბები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან მუდმივად ზემოქმედებს ჩვენს ყოფაზე. ამ განყოფილებაში შესაძლებლობა გეძლევათ სტუდენტების თვალით დანახული, უნივერსიტეტის უნიკალურ მულტიმედიურ ბაზაზე მომზადებულ სიახლეებს გაეცნოთ. ჩვენ გვწამს, რომ კვალიფიციური და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ჟურნალისტის მომზადება თეორიული ცოდნისა და ამგვარი პრაქტიკული აქტივობების ურთიერთქმედებითაა შესაძლებელი.
 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;