Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

02
05.17
გაცვლითი პროგრამა ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი) კსუ-ს სტუდენტებისთვის
გაცვლითი პროგრამა ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი) კსუ-ს სტუდენტებისთვის

2017 წლის შემოდგომის სემესტრისათვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი).

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:

მენეჯმენტის, ფინანსების, ტურიზმის, ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, აგრეთვე საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტის, საერთაშორისო მარკეტინგის, სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

უნივერსიტეტებს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე, განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება.

სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი

საკონკურსო ადგილი - 20

განაცხადების მიღება:

სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: irs@ciu.edu.ge . აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ - განაცხადი „ლოძის უნივერსიტეტი“.

სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 31 მაისი, 2017 წელი.

სააპლიკაციო დოკუმენტები:

პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)

ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)

სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)

CV (ინგლისურ ენაზე)

შერჩევის პროცედურა:

სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა

გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან

სკაიპ გასაუბრება ლოძის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან

შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

მოტივაცია

აკადემიური მოსწრება

ენობრივი კომპეტენცია

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური (515-ე ოთახი),  irs@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;