Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

28
03.17
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ალკალას უნივერსიტეტში (ესპანეთი)
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ალკალას უნივერსიტეტში (ესპანეთი)

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ალკალას უნივერსიტეტში (ესპანეთი)

2017-2018 სასწავლო წლისთვის

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 24 აპრილი, 2017 წელი

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 2017-2018 სასწავლო წლისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ალკალას უნივერსიტეტში (ესპანეთი) სრული დაფინანსებით.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.

საკონკურსო ადგილების რაოდენობა: 4

სტიპენდია:

530 ევრო - მგზავრობის ხარჯები;

800 ევრო - ყოველთვიური სტიპენდია.

სააპლიკაციო დოკუმენტები:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);

ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);

CV (ინგლისურ ენაზე);

სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (TOEFL ან IELTS). შესაბამისი სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში კონკურსანტი ინგლისური ენის ტესტირებას კსუ-ში გაივლის.

განაცხადების მიღება:

სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: irs@ciu.edu.ge , კანდიდატებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ: Erasmus+ ალკალას უნივერსიტეტი

შერჩევის პროცედურა:

სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა;

ინგლისური ენის ტესტირება (B2 დონე) (საერთაშორისო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში);

გასაუბრება კომისიასთან.

შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

აკადემიური მოსწრება;

ენობრივი კომპეტენცია;

მოტივაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: (ოთახი 515), irs@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;