Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

20
03.17
კონკურსის - სამშობლო ჩემი უბნიდან იწყება - ფინალი
კონკურსის - სამშობლო ჩემი უბნიდან იწყება - ფინალი

20 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში    კონკურსის - „სამშობლო ჩემი უბნიდან იწყება“ ფინალური ეტაპი გაიმართა.

კონკურსში საქართველოს  საჯარო და კერძო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ ტურისტული მარშრუტი უნდა დაეგეგმათ და ვირტუალური ექსკურსია მოეწყოთ ერთ კონკრეტულ რეგიონში. მონაწილეებმა პრეზენტაციის დროს სპეციალურად საკონკურსოდ  მომზადებული ვიდეორგოლით საკუთარი კუთხის ტურისტული მარშრუტი წარმოადგინეს და ჟიური თავისი არჩევანის უპირატესობაში არგუმენტირებულად დაარწმუნეს.

საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებით, კონკურსში სულ 50-მდე საკონკურსო განაცხადი შემოვიდა, მათგან საუკეთესო 12 გადაირჩა, ხოლო ფინალურ ეტაპზე წარმატებული პრეზენტაციისთვის - 5, ჟიურის სიმპატია - 4 და საუკეთესო სამეული გამოვლინდა.

I  ადგილი - ანა ნიჟარაძემ, II ადგილი - მარიამ ჩიტაშვილიმა, ხოლო III ადგილი - მარიამ გელაშვილმა დაიკავეს. ყველა მონაწილესა და მასწავლებელს სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო ფინალისტებს Alta + ok-ის  300, 200 და 100 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ.

კონკურსის ჟიურის წევრებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის სტიმულირების სამმართველოს ხელმძღვანელი ანი გულორდავა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა დოლიძე, დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნინო ზაალიშვილი და ტურისტული კომპანია ,,აღმოაჩინე საქართველოს“ დირექტორი ნინო კეკელიძე წარმოადგენდნენ. კომისიის თავჯდომარე კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ლალი მიქელაძე გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ კსუ სასკოლო-საგანმანათლებლო ტიპის პროექტებს პერმანენტულად ახორციელებს.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;