Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

17
03.17
პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი კსუ-ში
პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი კსუ-ში

17 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში ელჩი კსუ-ს რექტორს კახბერ კორძაიას, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ვიცე რექტორს მარინა გედევანიშვილს, რექტორის მოადგილე ვახტანგ წივწივაძეს, ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს ალექსანდრე რუსეცკისა და პოლონური ენისა და კულტურის ცენტრის ლექტორს აგნეშკა პაულინა გურალსკას შეხვდა.

კსუ-ს წარმომადგენლებმა მარიუშ მაშკიევიჩს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების,  სამეცნიერო სიახლეებისა თუ მიღწევების და  სასწავლო ბაზების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

რექტორის განცხადებით უნივერსიტეტს პოლონეთთან მჭიდრო კონტაქტები და კავშირები აქვს, რაც გაცვლით პროგრამებსა და სამეცნიერო დონეზე თანამშრომლობას მოიცავს და მზადაა მომავალშიც ყველა საინტერესო ინიციატივასა და პარტნიორულ წინადადებას მხარი დაუჭიროს.

ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის ელჩმა კსუ-ს ბაზაზე არსებული პოლონური ენისა და კულტურის ცენტრიც დაათვალიერა და პოლონური ენის შესწავლით დაინტერესებულ  სტუდენტებს შეხვდა.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;