Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

16
03.17
შეხვედრა შონ ჰამილტონთან
შეხვედრა შონ ჰამილტონთან

16 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია ’’Ventures Agile Precis“-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შონ ჰამილტონს შეხვდა.

ორგანიზაცია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ადამიანური რესურსით ამარაგებს  და მსოფლიო სამუშაო ბაზარზე პოტენციური თანამშრომლების რეკტურიტებას ეწევა. ამ გზით, VAP ცდილობს დასაქმების პრობლემის მოგვარებაში დიდი როლი ითამაშოს და მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკის განვითარებასა და ზრდას ხელი შეუწყოს.

რექტორთან შეხვედრის დროს, შონ ჰამილტონმა აღნიშნა, რომ გარდა სამთავრობო სტრუქტურებისა, ორგანიზაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს და ნიჭიერი, ლიდერობის უნარის მქონე სტუდენტებით ინტერესდება.  წარმატებულ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ორგანიზაციის ქართულ ოფისში სტაჟირება, შემდგომში კი ამერიკაში - ვირჯინიის უნივერსიტეტში პრაქტიკა გაიარონ.

შეხვედრის დროს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს, რაც პირველ ეტაპზე კსუ-ს ბაზაზე საჯარო ლექციების ჩატარებას გულისხმობს.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;