კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
რუსთველის სამყარო

გადაცემათა ციკლი „რუსთველის სამყარო - თამაზ კვაჭანტირაძე“ ოცდაერთი რეგიონული ტელევიზიის ეთერში გავა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული დოკუმენტური ფილმები, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მხარდაჭერით, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი მომდევნო კვირიდან გახდება. მთლიანობაში, ციკლი რვა გადაცემისგან შედგება. მათგან პირველი ორი "ვეფხისტყაოსნის" დაწერის ეპოქას, შოთა რუსთველის ბიოგრაფიას, დღემდე შემორჩენილი ხელნაწერებისა და ილუსტრაციების შესახებ ცნობებს მოიცავს. დანარჩენი ექვსი კარი კი შემდეგ აფორიზმებს ეხება: "რასაცა გასცემ, შენია, რაც არა, დაკარგულია!", "სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა", "სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!", "არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?!", "ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია!", "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია". მულტიმედია ცენტრმა გადაცემათა ციკლი შოთა რუსთველის 850 წლის იუბილეს მიუძღვნა. აღნიშნული პროექტი რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრავალწლიანი თანამშრომლობის ნაწილია. მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა სტუდენტთა სტაჟირებას, სხვადასხვა საგანმანათლებლო და მედიაპროექტებს მოიცავს.

 

იხილეთ ვიდეო

ახალი ამბები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან მუდმივად ზემოქმედებს ჩვენს ყოფაზე. ამ განყოფილებაში შესაძლებლობა გეძლევათ სტუდენტების თვალით დანახული, უნივერსიტეტის უნიკალურ მულტიმედიურ ბაზაზე მომზადებულ სიახლეებს გაეცნოთ. ჩვენ გვწამს, რომ კვალიფიციური და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ჟურნალისტის მომზადება თეორიული ცოდნისა და ამგვარი პრაქტიკული აქტივობების ურთიერთქმედებითაა შესაძლებელი.
 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;