Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

01
12.16
შეხვედრა პატრიარქთან
შეხვედრა პატრიარქთან

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის - ,,მთას ვუბრუნდებით შვილები“ - ფინალში გადასულ მონაწილეებს, უნივერსიტეტის რექტორატსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დღეს საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II შეხვდა.

მისასალმებელ სიტყვაში კსუ-ს რექტორმა ახლანდელი პროექტი მიმოიხილა და ყურადღება მიმდინარე წლის ზაფხულში უნივერსიტეტის მიერ ფშავში განხორციელებულ ექსპედიციაზეც გაამახვილა.

კონკურსის ფინალისტებმა პატრიარქს, ეპისკოპოსებს, სამღვდელოებასა და კსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თავიანთი პროექტები მოკლედ გააცნეს და არა მხოლოდ პრობლების აქტუალობაზე, არამედ მისი გადაჭრის გზებზეც ისაუბრეს.

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დაცლილი სოფლები, სამედიცინო პუნქტების არარსებობა, სოფლის მეურნეობის დარგების მოშლა - მოსწავლეებმა ამ პრობლემებს კარგად დაგეგმილი ტურისტული მარშრუტები, ინვესტიციების განხორციელება და ადგილობრივ თემში ახალგაზრდების წახალისების პროგრამა დაუპირისპირეს. მათი თქმით, საჭიროა ამა თუ იმ კუთხის ისტორიის ზედმიწევნით ცოდნა, რათა შემდგომში, ამ ტრადიციებზე დაყრდნობით, არსებული სწორად გაახლდეს.

შეხვედრის ბოლოს კსუ-ს კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ პატრიარქს მადლობა გადაუხადა, უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული დოკუმენტური ფილმების სერია - „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ გადასცა და აღნიშნა, რომ მთაში შვილების დაბრუნების საქმეს უნივერსიტეტი ყოველთვის მიესალმება და წაახალისებს.

უწმინდესმა დიდი ინტერესი გამოიჩინა პროექტის მიმართ, მოსწავლეებს სწავლისაკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი თავიანთ სოფელსა და რაიონს აუცილებლად დაუბრუნდებიან.

პატრიარქმა ვახტანგ წივწივაძეს საჩუქრად ხატი გადასცა და სტუმრებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;