Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

13
11.16
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა

11-12 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე - „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება: სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები“. 

კონფერენციის ორივე დღეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა უმასპინძლა.

პლენარულ სხდომაზე მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ირინა შამილაძემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს უფროსმა მარიკა ოძელმა, კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, რექტორის მოადგილემ მარინა გედევანიშვილმა და პროფესორმა მინდია უგრეხელიძემ.

კონფერენციის მიზანი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტების მეცნიერულ საფუძველზე დაყრდნობით შესწავლა იყო.  

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ექსპერტები, ახალგაზრდა მკვლევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის მეორე დღეს, სოციალურ მეცნიერებათა, სამართლის, ბიზნესისა და ეკონომიკის სექციებში ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა ისეთი მნიშვნელოვანი თემები წარადგინეს, როგორებიცაა: „ციფრული ეკონომიკის განვითარება ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში“, „გლობალიზაციის პროცესი და კავკასიის ერთიანი საინფორმაციო სივრცე“, „ევროკავშირის უსაფრთხოება და გამოწვევები კავკასიის რეგიონში“, „კონკურენციის სამართალი და მისი ეფექტური აღსრულება ასოცირების შეთანხმების კონტექსტში - მიღწევები, პრობლემები და პერსპექტივები“, „რეფორმირებული საჯარო ფინანსების მართვის სისტემა საქართველოში და მისი თავსებადობა ევროკავშირის პრაქტიკასთან“.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა ძველი თბილისი და მცხეთა დაათვალიერეს. ექსკურსიის შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ბაზას, უძველესი ქართული ქვევრებითა და საწნახელით აღჭურვილ მარან "კოლხს" ესტუმრნენ.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული ტრადიციული კერძები საკუთარი ხელით მოემზადებინათ და დაეგემოვნებინათ.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;