კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
პრეზენტაცია კახეთში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სამეგრელოს შემდეგ, კახეთს ესტუმრნენ. 
18 ივლისს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში გამართულ პრეზენტაციას კახეთის სხვადასხვა მხარის საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები და საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.
სამეგრელოს მსგავსად, სწავლების პროცესში, დოკუმენტურ ფილმებს - „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ პედაგოგები კახეთის მხარის სკოლებშიც გამოიყენებენ.
„ქართლის ცხოვრება მარიამ ლორქიფანიძესთან ერთად“ თექვსმეტი სასწავლო-შემეცნებითი დოკუმენტური ფილმისგან შედგება. ციკლში საქართველოს ისტორიის ეტაპები და საუკუნეების მანძილზე განვითარებული მოვლენები მსოფლიო ისტორიულ პროცესებთან მიმართებაშია განხილული.
შეხვედრაზე აუდიტორიამ მულტიმედია ცენტრის კიდევ ერთი ფილმი - „მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ“ ნახა. ფილმი გალაკტიონ ტაბიძის სიცოცხლის უკანასკნელ საათებს ეხება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა კახეთის სკოლებს საჩუქრად სასწავლო-შემეცნებითი ფილმების სერია „რუსთველის სამყარო - თამაზ კვაჭანტირაძე“ გადასცა. საჯარო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული მულტიმედიური რესურსი ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე გამოიყენონ.

 

იხილეთ ვიდეო

ახალი ამბები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან მუდმივად ზემოქმედებს ჩვენს ყოფაზე. ამ განყოფილებაში შესაძლებლობა გეძლევათ სტუდენტების თვალით დანახული, უნივერსიტეტის უნიკალურ მულტიმედიურ ბაზაზე მომზადებულ სიახლეებს გაეცნოთ. ჩვენ გვწამს, რომ კვალიფიციური და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ჟურნალისტის მომზადება თეორიული ცოდნისა და ამგვარი პრაქტიკული აქტივობების ურთიერთქმედებითაა შესაძლებელი.
 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;