კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
IV საერთაშორისო კონფერენცია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.
ბიზნესი, სამართალი, ირანისტიკა, მედიცინა, სტომატოლოგია და ფარმაცია, საერთაშორისო ურთიერთობები და ჟურნალისტიკა - ეს ის სექციებია, რომლებშიც მონაწილეები პლენარული სხდომის შემდეგ გადანაწილდნენ.
საერთაშორისო კონფერენციაზე უკვე მეორედ ფუნქციონირებდა ირანისტიკის სექცია. ღონისძებას ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშე დაეწრო და თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.
საერთაშორისო კონფერენციის მიზანს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სკოლებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს განვითარების ხელშეწყობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება და უნივერსიტეტების კვლევითი საქმიანობის რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან დაკავშირება წარმოადგენს.
კონფერენციაში საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უნივერსიტეტებიდან 160-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. ღონისძიების ბოლოს თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატები უნივერსიტეტის რექტორმა და შესაბამისი ფაკულტეტის დეკანებმა გადასცეს.

იხილეთ ვიდეო

ახალი ამბები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან მუდმივად ზემოქმედებს ჩვენს ყოფაზე. ამ განყოფილებაში შესაძლებლობა გეძლევათ სტუდენტების თვალით დანახული, უნივერსიტეტის უნიკალურ მულტიმედიურ ბაზაზე მომზადებულ სიახლეებს გაეცნოთ. ჩვენ გვწამს, რომ კვალიფიციური და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ჟურნალისტის მომზადება თეორიული ცოდნისა და ამგვარი პრაქტიკული აქტივობების ურთიერთქმედებითაა შესაძლებელი.
 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;