კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
რუსთველის სამყარო

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა მუშაობა დაასრულა ლიტერატურათმცოდნისა და ფილოლოგის თამაზ კვაჭანტირაძის საავტორო გადაცემათა ციკლზე „რუსთველის სამყარო“. 

4 აპრილს კავკასიის საერთაშრისო უნივერსიტეტის სატელევიზიო სტუდიაში პირველი ორი გადაცემის : "მესხი მელექსე" და "დროსა და სივრცეში" ჩვენება მოეწყო. მას უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები დაესწრნენ.

მთლიანობაში, ციკლი რვა გადაცემას აერთიანებს, მათგან პირველი ორი "ვეფხისტყაოსნის" დაწერის ეპოქას, შოთა რუსთველის ბიოგრაფიას და დღემდე შემორჩენილი ხელნაწერებისა და ილუსტრაციების შესახებ ცნობებს მოიცავს. დანარჩენი ექვსი კარი კი შემდეგ აფორიზმებს ეხება: "რასაცა გასცემ, შენია, რასც არა, დაკარგულია!", "სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა", "სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!", "არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?!", "ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია!", "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა გადაცემათა ციკლი "რუსთველის სამყარო"  შოთა რუსთველის 850 წლის იუბილეს მიუძღვნა.

 

იხილეთ ვიდეო

ახალი ამბები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან მუდმივად ზემოქმედებს ჩვენს ყოფაზე. ამ განყოფილებაში შესაძლებლობა გეძლევათ სტუდენტების თვალით დანახული, უნივერსიტეტის უნიკალურ მულტიმედიურ ბაზაზე მომზადებულ სიახლეებს გაეცნოთ. ჩვენ გვწამს, რომ კვალიფიციური და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ჟურნალისტის მომზადება თეორიული ცოდნისა და ამგვარი პრაქტიკული აქტივობების ურთიერთქმედებითაა შესაძლებელი.
 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;