კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სტუდენტური პროექტის ფინალი

24 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ,,გალხვი ჯგუფის’’ მიერ ორგანიზებული ჟურნალისტური პროექტის დასკვნითი ნაწილი გაიმართა. კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში მონაწილეების მიერ მომზადებული სტატიების, სიუჟეტებისა და ფოტო რეპორტაჟების წადგენა-განხილვა მოეწყო.
მედია ტური 6-10 თებერვალს ბაქოში ჩატარდა. მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის სპეციალობის თერთმეტმა სტუდენტმა მიიღო. 
ჟიური კსუ-ს პროფესორებით დაკომპლექტდა: კსუ-ს ჟურნალისტიკისპროგრამის ხელმძღვანელი, კსუ მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი ნინო ჭალაგანიძე, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი სულხან მელაძე და კსუ-ს ასოცირებული პროფესორი ციცინო ბუკია. 
პრეზენტაციების, მოხსენებითი სიტყვისა და მასალის წარდგენის შემდეგ, პროექტის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველ ადგილზე გასული მონაწილე მარიამ თავაძე-,,გალხვი ჯგუფის” მიერ ორგანიზებულ შემდეგ პროექტში 100%-იანი, მეორე ადგილზე გასული ნია პატარაშვილი 50%-იანი დაფინანსებით, ხოლო მესამე ადგილზე გასული თამარ ცეცხლაძე სამოყვარულო კამერით დაჯილდოვდა.

შეგახსენებთ, რომ ,,გალხვი ჯგუფის’’ პროექტები კსუ-ს ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტების - გალაქტიონ ესაკიასა და ხვიჩა კონცელიძის ორგანიზებით ხორციელდება, პარტნიორები კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და draw.ge-არიან.

 

იხილეთ ვიდეო

ახალი ამბები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან მუდმივად ზემოქმედებს ჩვენს ყოფაზე. ამ განყოფილებაში შესაძლებლობა გეძლევათ სტუდენტების თვალით დანახული, უნივერსიტეტის უნიკალურ მულტიმედიურ ბაზაზე მომზადებულ სიახლეებს გაეცნოთ. ჩვენ გვწამს, რომ კვალიფიციური და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ჟურნალისტის მომზადება თეორიული ცოდნისა და ამგვარი პრაქტიკული აქტივობების ურთიერთქმედებითაა შესაძლებელი.
 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;