Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

09
02.16
ლეინ კირკლანდის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა
ლეინ კირკლანდის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა

პროგრამის დამფუძნებელი და დამფინანსებელი -„პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი“ და პროგრამის ადმინისტრატორი - ფონდი „განათლება დემოკრატიისათვის“ აცხადებენ მორიგ ღია კონკურსს შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისათვის: უკრაინა, ბელორუსია, რუსეთი, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.

ლეინ კირკლანდის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 2016/2017 აკადემიური წლისათვის პროგრამის ადრესატები არიან უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთ ქვეყნებსა და რეგიონებში დემოკრატიის, ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით.

ლეინ კირკლანდის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა ხორციელდება ორი სასწავლო სემესტრის განმავლობაში, პოლონეთის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში. იგი სრულდება მინიმუმ 2-კვირიანი პროფესიული სტაჟირებით სახელმწიფო ან კერძო სტრუქტურებში.

ყოველთვიური სტიპენდია შადგენს 1800 პოლონურ ზლოტს.

კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამაზე (2016/2017 აკადემიური წელი) განაცხადების შეტანის ვადა იწურება 2016 წლის 1 მარტს.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი

სვეტლანა კირაკოსიანი მობ:598564295

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;