Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

18
01.16
კსუ აცხადებს მობილობას შემდეგ პროგრამებზე
კსუ აცხადებს მობილობას შემდეგ პროგრამებზე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  შემდეგ პროგრამებზე: 

საბაკალავრო პროგრამები

  • ტურიზმი - 2500 ლარი;
  • მენეჯმენტი - 2500 ლარი;
  • ფინანსები - 2500 ლარი;
  • სამართალმცოდნეობა - 2500 ლარი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები - 2500 ლარი;
  • ჟურნალისტიკა - 2500 ლარი;
  • ფარმაცია- 2250 ლარი.

 ერთსაფეხურიანი პროგრამები

  • მედიცინა - 2250 ლარი;
  • სტომატოლოგია - 2250 ლარი.

  სამაგისტრო პროგრამები

  • სამართალი -  2500  ლარი;
  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი - 2500 ლარი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო უსაფრთხოება - 2500 ლარი;
  • საერთაშორისო მარკეტინგი - 2500 ლარი;
  • ქართული მევენახეობა-მეღვინეობა - 2500 ლარი.

 სადოქტორო პროგრამები

  • ბიზნესის ადმინისტრირება -  2500 ლარი;
  • სამართალი -3000  ლარი.

უცხოენოვან პროგრამებ:

  • ფინანსების რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა 240 კრედიტი (4 წლიანი) - 3500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
  • სტომატოლოგიის  რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა 300 კრედიტი (5 წლიანი) - 3500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
  • ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა 247 კრედიტი (4 წლიანი) - 2800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
  • ფარმაციის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა 240 კრედიტი (4 წლიანი) - 3300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
  • მედიცინის  ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა 360 კრედიტი (6 წლიანი)  -  4300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
  • სტომატოლოგიის  ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა  300 კრედიტი (5 წლიანი)  -  3800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე (http://eqe.ge) რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 22 იანვრიდან 4 თებერვლის 18:00 საათამდე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, მედიცინისა და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი სწავლების საფეხურზე 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) განხორციელდება 2016 წლის 8 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტები რეგისტრაციისას ვალდებულნი არიან წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

ბაკალავრიატში/ ერთსაფეხურიან პროგრამებზე

  • პირადობის მოწმობა/პასპორტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი);
  • 2 ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე;
  • ცნობა პირველადი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტობის შესახებ;
  • ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  • ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან ან ბეჭდით დამოწმებული ნიშნების ფურცელი;
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი; 
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).

 

 

მაგისტრატურაში:

  • პირადობის მოწმობა/პასპორტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი);
  • 2 ფოტოსურათი 3X4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკზე);
  • ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან ან ბეჭდით დამოწმებული ნიშნების ფურცელი;
  • მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
  • ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).

 

დოქტორანტურაში:

 

  • პირადობის მოწმობა/პასპორტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი);
  • 2 ფოტოსურათი 3X4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკზე);
  • ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან ან ბეჭდით დამოწმებული ნიშნების ფურცელი;
  • მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).

მობილობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კსუ-ს სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტს: ტელ: (995 32) 261 12 98 (შიდა 115); (995 32) 294 59 92 (შიდა 115).

 

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;