Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

18
12.15
ქართული ბრენდის დღე
ქართული ბრენდის დღე

18 დეკემბერს სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში ყოველწლიური ბიზნესცერემონიალი - ქართული ბრენდის დღე გაიმართა.

ქართული ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა, წელს მეცამეტედ ჩატარდა და საკმაოდ პომპეზურად აღინიშნა.

სხვადასხვა წარმატებულ კომპანიასა და ლიდერ ორგანიზაციასთან ერთად, ღონისძიებაში, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქართული ბრენდი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობდა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიზნესცერემონიალის ფარგლებში წარდგენილ ნომინაციაში  ,,რეპუტაცია და ნდობა“ გაიმარჯვა და  ,,წარმატებული ქართული ბრენდის“ ტიტული მიიღო. ღონისძიების ორგანიზატორებმა კსუ-ს კანცლერს საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატი და ჯილდო გადასცეს.

ღონისძიებაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი - ვახტანგ წივწივაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვიცე-რექტორი - მარინა გედევანიშვილი და  კსუ-ს ადმინისტრაციული აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები საპატიო სტუმრის ამპლუაში იყვნენ მიწვეულნი.

ქართული ბრენდის დღე პირველად 2003 წელს ჩატარდა და მასში მხოლოდ ქართული ღვინის ბრენდები მონაწილეობდნენ.  2005 წლიდან  ღონისძიება დაპატენტდა და საავტორო უფლებების  საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო -  ,,პროფილს’’ ეკუთვნის.

პროექტის მასშტაბები წლიდან წლამდე იზრდება, 13 წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში 500-ზე მეტი ქართული ბრენდის პოზიციონირება მოხდა.

ბიზნესცერემონიალის უცვლელი ნომინაციები ასე გამოიყურება:

  • ლიდერი;
  • რეპუტაცია და ნდობა;
  • წარმატებული ახალი ქართული ბრენდი;
  • ბრენდ პერსონა;
  • წარმატებული ტელეპროექტი;

ღონისძიების დასასრულს ქართული ბრენდის დღისათვის დამზადებული ტორტი საზეიმოდ გაიჭრა. 

კონკურსის მიზანია, ქართული ბრენდების წარმოჩენა და მათ შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა.

ფოტოგალერეა

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;