კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სამეცნიერო სემინარი

პროპაგანდა საუკუნეების განმავლობაში წარმატებულად გამოიყენებოდა და დღემდე გავლენას ახდენს როგორც ქვეყნების შიდა პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაზე, ისე საერთაშორისო ურთიერთობებზე. მედიის როლი ჰიბრიდულ ომში, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ტექნოლოგიები ისტორიულ ჭრილში, იდეოლოგიური დისკურსი მწერლის მედიატექსტში - სემინარის მომხსენებლებმა სამუშაო საკითხები ამ თემების ირგვლივ გაშალეს.
17 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო სემინარი -მედიაპროპაგანდა - ისტორიული რაკურსი და თანამედროვეობა - გაიმართა. სემინარი საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილმა თემით: ,,პატარა ამბების ჟურნალისტიკა“ გახსნა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პროდუქცია რუსუდან კვარაცხელიამ და ნინო ჭალაგანიძემ წარადგინეს. სემინარის ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის პროგრამის გენერალური პროდიუსერის, რევაზ ჭიჭინაძის წიგნის ,,სამაუწყებლო მედიაპროპაგანდის ანალიზი (საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან ვარდების რევოლუციამდე)“ პრეზენტაცია გაიმართა. 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო სემინარის მიზანს წარმოადგენდა: 
• საქართველოში ერთიანი აკადემიური გარემოს განვითარების ხელშეწყობა;
• სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის კონტაქტების დამყარება; 
• უმაღლესი სასწავლებლების კვლევითი საქმიანობის რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან დაკავშირება.

 

იხილეთ ვიდეო

ახალი ამბები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან მუდმივად ზემოქმედებს ჩვენს ყოფაზე. ამ განყოფილებაში შესაძლებლობა გეძლევათ სტუდენტების თვალით დანახული, უნივერსიტეტის უნიკალურ მულტიმედიურ ბაზაზე მომზადებულ სიახლეებს გაეცნოთ. ჩვენ გვწამს, რომ კვალიფიციური და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ჟურნალისტის მომზადება თეორიული ცოდნისა და ამგვარი პრაქტიკული აქტივობების ურთიერთქმედებითაა შესაძლებელი.
 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;