კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
წლიური ანგარიში

11 ივნისი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის, ერთდროულად, რამდენიმე სასიხარულო მოვლენით იყო აღსანიშნავი.
ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სასწავლო მულტიმედია ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება. 
ეს დრო სავსებით საკმარისი აღმოჩნდა შედეგების შეჯამებისათვის. პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნ. ჭალაგანიძემ დამსწრე საზოგადოებას სამუშაოების ანგარიში წარუდგინა და მომავლის გეგმები გააცნო.
შეხვედრის მეორე ნაწილი ჟურნალისტიკის სპოეციალობის სტუდენტთა ბოლოდროინდელი წარმატებული აქტივობის გაშუქებას დაეთმო. 
28-29 მაისს გამართულ ვიზუალური მედიის საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალ „ზუმი-თბილისში“ მონაწილეობამ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ერთდროულად, ოთხ ნომინაციაში გამარჯვება მოუტანა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ჟიურის წევრი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელი, რეჟისორ-დოკუმენტალისტი ვაჟა ზუბაშვილი ესტუმრა. ბატონმა ვაჟამ ფესტივალზე წარდგენილი ნაშრომების შესახებ ისაუბრა, გამარჯვებულებს საპატიო სიგელები გადასცა, მადლობა გადაუხადა პროფესორ რ. კვარაცხელიას, რომლის ხელმძღვანელობითაც მომზადდა სიუჟეტები, კსუ-ს მულტიმედია ცენტრს კი შემდგომი წარმატებები უსურვა.
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ: კანცლერმა, ვ. წივწივაძემ, რექტორმა, კ. კორძაიამ, რექტორის მოადგილემ, მ. გედევანიშვილმა ასევე, აღნიშნეს სტუდენტების წარმატება და სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს მათ.

 

იხილეთ ვიედო

ახალი ამბები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან მუდმივად ზემოქმედებს ჩვენს ყოფაზე. ამ განყოფილებაში შესაძლებლობა გეძლევათ სტუდენტების თვალით დანახული, უნივერსიტეტის უნიკალურ მულტიმედიურ ბაზაზე მომზადებულ სიახლეებს გაეცნოთ. ჩვენ გვწამს, რომ კვალიფიციური და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ჟურნალისტის მომზადება თეორიული ცოდნისა და ამგვარი პრაქტიკული აქტივობების ურთიერთქმედებითაა შესაძლებელი.
 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;