Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

18
09.15
გაეროს ახალგაზრდული პროექტი ინგლისში
გაეროს ახალგაზრდული პროექტი ინგლისში

გაეროს ახალგაზრდული პროექტი ინგლისში

რიდინგი-ლონდონი, 27 ნოემბერი - 4 dekemberi 2015

     ნიჭიერ, წარმატებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს, რომელთაც ამბიციური სამომავლო გეგმები და საერთაშორისო გამოცდილების მიღების სურვილი ამოძრავებთ, საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ინგლისში გამართულ გაეროს პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობას საერთაშორისო საკითხებში.

     პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ახალგაზრდები. საქართველოს დელეგაცია ლონდონში ორგანიზაცია „ახალგაზრდობა საქართველოს მომავლისთვის“ (Youth for Georgia’s Future) ხელმძღვანელობით გაემგზავრება.

     გამგზავრებამდე შერჩეული ახალგაზრდები გაივლიან მოსამზადებელ ტრენინგებს, რომელიც ნატოს საინფორმაციო ცენტრისა და ევროინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება.

     ვიზიტი მოიცავს ოფიციალურ ნაწილსაც და ექსკურსიებსაც. მის ფარგლებში შეძლებთ პროდუქტიულ მუშაობას, ცოდნის გაღრმავებას, თქვენთვის მნიშვნელოვანი პროფესიული ინფორმაციის მიღებას და, ამასთან ერთად, გექნებათ საშუალება, დაათვალიეროთ ლონდონის ღირსშესანიშნაობები, გაერთოთ და დაისვენოთ.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა იყოთ:

  • საქართველოს მოქალაქე;
  • 18-25  წლის ასაკის;
  • ფლობდეთ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე;
  •  გქონდეთ ორატორული ნიჭი და  გლობალურ საკითხებზე საკუთარი აზრის გამოთქმის, დისკუსიისა და პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების ძიების სურვილი და ინტერესი.

პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე.

პროგრამაში მონაწილეობის საფასური: 1950 ევრო

თანხაში შედის:

  • ავიაბილეთი (ორივე მიმართულებით);
  • ტრანსფერი (აეროპორტი-სასტუმრო, სასტუმრო-აეროპორტი);
  • სასტუმრო დილის საუზმით;
  • შიდა ტრანსპორტირება ინგლისში ყოფნის პერიოდში;  
  • ქალაქებს შორის ტრანსპორტირება;
  • პროექტში მონაწილეობის  რეგისტრაციის საფასური;
  • სავიზო დოკუმენტების მომზადება და საკონსულოსთან ურთიერთობა;
  • სავიზო მოსაკრებელი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • პროექტში მონაწილეობისათვის მოსამზადებელი ტრენინგები;
  • Welcome Dinner, Coffee Break, Closing Ceremony;
  • საინტერესო ადგილების მონახულება;
  • ხელმძღვანელი პირის თანხლება;
  • საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • სხვა საორგანიზაციო ხარჯები.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი, 2015 წელი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ.ფოსტა: youthforgeorgiasfuture@gmail.com

facebook/youth for georgia’s future

ტელ: 599504554; 555480503

 

გისურვებთ წარმატებას!

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;