Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

18
02.15
მილანის უნივერსიტეტის სტიპენდია
მილანის უნივერსიტეტის სტიპენდია

მილანის უნივერსიტეტის სტიპენდია

მილანის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილია 60 სტიპენდია იტალიის ენისა და კულტურის საერთაშორისო კურსზე დასასწრებად. კურსები ჩატარდება ორჯერადად გარნიანოს კორპუსში, გარდას ტბაზე. თითოეული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 კვირას:

- პირველი კურსი: 2015 წლის 6 ივლისი, ორშაბათი- 25 ივლისი, შაბათი;

- მეორე კურსი: 2015 წლის 27 ივლისი, ორშაბათი - 15 აგვისტო, შაბათი.  

კურსები განკუთვნილია 18-დან 40 წლამდე უცხოელთათვის, რომლებიც კარგად ფლობენ იტალიურ ენას (ენის ცოდნის მინიმალური დონე: B1 ენის ცოდნის შეფასების ევროპული სისტემით).

სტიპენდიის შესახებ მოთხოვნა კურსების სამდივნომ უნდა მიიღოს:

2015 წლის 27 მარტამდე - 6 ივლისიდან 25 ივლისამდე კურსზე ჩასარიცხად;

2015 წლის 3 აპრილამდე - 27 ივლისიდან 15 აგვისტომდე კურსზე ჩასარიცხად.

სასწავლო სტიპენდია დაფარავს ყველა ლექციაზე დასწრების, კვებისა (ორშაბათიდან პარასკევამდე) და ცხოვრების ხარჯებს (შაბათ-კვირის ჩათვლით). სტიპენდიანტმა კი უნდა გადაიხადოს ჩარიცხვის გადასახადი (130 ევრო), მგზავრობისა და შაბათ-კვირას კვების ხარჯები, არასავალდებულო კულტურული ღონისძიებების გადასახადები.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე:  http://users2.unimi.it/centrocalcif/?p=1058

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;