Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი

2014 წლის 13 მაისს მეღვინეობისა და მევენახეობის განვითარების მიზნით სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა მევენახობა-მეღვინეობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.                  

2015 წელს შეიქმნა ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა, რომლის მიზანია ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებს შეასწავლოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგი, ვენახის გაშენებიდან  ღვინის  მარკეტინგამდე.

სტუდენტს საშუალება ეძლევა შეისწავლოს ღვინის ბიზნესის შექმნა და განვითარება. პროგრამა ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ღვინის კულტურა და ისტორია, ღვინის წარმოების ტექნოლოგიები (ქვევრის ღვინის დამზადება, კლასიკური მეღვინეობა), ღვინის ტურიზმი, ღვინის მარკეტინგი და დეგუსტაციის ხელოვნება.

სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის უნივერსიტეტის ფარგლებში განხორციელების მიზნით, უნიკალური სასწავლო და სამეცნიერო ბაზა აშენდა, რომელიც მოიცავს  ქართული ქვევრებით აღჭურვილ მარანს, საწნახელს, ენოთეკას და ა.შ.

ქართული მარანი „კოლხი“ მაღალხარისხიანი და ტრადიციების დაცვით აშენებული, გამორჩეული არქიტექტურის შენობაა, რომელიც აღჭურვილია ტრადიციული ქართული მევენახეობა-მეღვინეობისათვის დამახასიათებელი ინვენტარითა და ტრადიციული სამეურნეო ტექნიკით.

უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს მიკროვინიფიკაციის კვლევითი ლაბორატორია, ენოქიმიის, ამპელოგრაფიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია უახლესი დანადგარებით. გარდა ამისა, უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობს სადეგუსტაციო ოთახი, სადაც სტუდენტები  ღვინის არომატებსა და დაავადებებს სწავლობენ.

სწავლების პერიოდში სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი სამეცნიერო კვლევებში, რომლებიც  უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებსა და ღვინის მარანში ტარდება. სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში, სამომავლოდ, ჩვენივე ქვევრებში დაყენებული ღვინის ბიოქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა იგეგმება. უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ქვევრებში სხვადასხვა ტიპის ღვინო დავარგების ეტაპებს გადის. მაგისტრანტს საშუალება აქვს  მევენახეობა-მეღვინეობის  სამეცნიერო-კვლევითი  ცენტრის ხელმძღვანელობით მეცნიერულად შეისწავლოს ღვინო და ქვევრი წარმოების ყველა ეტაპზე.

მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის შესწავლის შედეგად კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: ღვინის მსხვილ და მცირე მარნებში, ფერმერულ მეურნეობებში (ვენახის გაშენება და მოვლა), ღვინის მარკეტინგულ კომპანიებსა და ტურიზმის სფეროში.

 

თანამშრომლობა:

  1. საქართველოს საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი;
  2. ქართული ტრადიციული ღვინის ფონდი;
  3. ფლორენციის უნივერსიტეტი-PIN SCRL-SERVIZI DIDATTICI E SCIENTIFICI PER L’UNIVERSITA  DI FIRENZE;
  4. შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი;
  5. საქართველოს სოფლის მეურნეობის სსიპ სამეცნიერო კვლევითი ცენტრი;
  6.  შპს ღვინის ლაბორატორია;
  7. ს.ს „სარაჯიშვილი“;
  8. შპს „ქინძმარაულის მარანი“;
  9. შპს „ხაშმის“ ღვინის ქარხანა;
  10. მევენახეობისა და მეღვინეობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი; 
  11. „ახალშენი 2005“ - ოკამის ღვინის ქარხანა;
  12. უდინეს უნივერსიტეტი.

 

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;