Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
კონტაქტი

ტელ:  (995 32) 261 12 98, (995 32) 294 59 92 (შიდა 109)

თამარ ჩახნაშვილი

უწყვეტი განათლების სამსახურის უფროსი

ელ-ფოსტა: tchakhnashvili@ciu.edu.ge

 

უწყვეტი განათლება საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ერთ–ერთი უმთავრესი პირობაა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2011 წლიდან ფუნქციონირებს უწყვეტი განათლების სამსახური ULLL. მისი მთავარი მიზანია მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობა, პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავება და საკვანძო კომპეტენციების დაუფლება. იგი ემსახურება აკადემიური, სამეცნიერო, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას და  უწყვეტი განათლების სისტემის დანერგვას. სამსახური  დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სხვადასხვა პროფილისა და ფორმატის ტრენინგებს, სემინარებსა და სასერტფიკატო კურსებს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახური სისტემატიურად ახორციელებს სატრენინგო და სასერტიფიკატო კურსებს, რაც ემსახურება დასაქმების ბაზარზე მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების დასაქმების ხელშეწყობას.

კურსები გათვლილია ზრდასრულთათვის და ორიენტირებულია საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებზე. შესაბამისად, მსურველთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, მუდმივად ხდება ახალი კურსების შემუშავება და შეთავაზება. პროგრამები შემუშავებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების მიერ. მეთოდური თვალსაზრისით ტრენინგები ემყარება სწავლების თანამედროვე, იტერაქტიურ მეთოდებს, რაც განაპირობებს ამგვარ კურსებზე მოთხოვნილების ზრდას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2013 წლის TEMPUS-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინსდა პროექტი “უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება“  Strengthening the Specific Role of Universities as LLL Institutions (110 544251-TEMPUS-1-2013-1-GE-TEMPUS-JPHES Ivane Javakhishvili Tbilisi State University), სადაც კსუ წარმოდგენილია როგორც პარტნიორი უნივერსიტეტი. აღნიშნული პროქტი ხელს შეუწყობს საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ინსტიტუციონალურ განვითარებას, რაც თავისთავად გულისხმობს უნივერსიტეტის თანამშრომლობასა და ინტეგრირებას ევროპულ სივრცეში.

 

Description: ssrulli 

Strengthening the Specific Role of Universities as LLL Institutions

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;