Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ტურიზმის განვითარების რეგიონალური ცენტრი

13.07.2015

TEMPUS -ის პროექტის  –  „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის“ – ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს პადერბორნის უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკალას შაპერი ეწვია. ვიზიტის დასაწყისში, მონიტორინგის ჯგუფის წევრები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. კსუ-ს რექტორმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სტუმრებს უნივერსიტეტის ისტორია, სამომავლო გეგმები და სასწავლო პროგრამები გააცნეს. სტუდენტებთან შეხვედრის მთავარი თემა პროექტის ფარგლებში გახორციელებული ტურისტული ბაზრის კვლევის შედეგების გაცნობა და ანალიზი იყო. ბიზნესის ფაკულტეტის კვლევაში მონაწილე სტუდენტები ნიკალას შაპერს კვლევის პროცესში დაგროვილ გამოცდილებასა და პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ტურისტული ბაზრის კვლევა გაგრძელდება. მის შედეგებს სტუდენტები ხერსონის საზაფხულო სკოლაში წარადგენენ.

შეხვედრის დასასრულს, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტუქტურა დაათვალიერეს. კსუ-ს კანცლერმა სტუმრებს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქართული მარანი დაათვალიერებინა და უნივერსიტეტის ეზოში გაშენებული ენდემური ჯიშის ვაზები გააცნო. პროექტის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრი დაფუძნდა.

18 ივლისს, ტურიზმის განვითარების რეგიონულ ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში, ევროპელი ექსპერტები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორებისა და ტურიზმის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგს ჩაატარებენ.

 

ფოტოგალერეა

ვიდეო

ვიდეოს ინგლისური ვერსია

 

16.07.2015

TEMPUS -ის პროექტის  –  „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის“ –  ფარგლებში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ევროპელმა ექსპერტებმა პროექტში ჩართული აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მუშაობა შეაფასეს. 3 წლიანი პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარება. მასში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად საქართველოს 3 უმაღლესი სასწავლებელია ჩართული. პროექტის ფარგლებში უკრაინის ქალაქ ხერსონში 5-13 სექტემბერს სტუდენტებით დაკომპლექტებული ჯგუფები სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.

ფოტოგალერეა

ვიდეო

ვიდეოს ინგლისური ვერსია

 

18.07.2015

TEMPUS -ის პროექტის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების რეგიონულ ცენტრში ევროპელმა ექსპერტებმა სტუდენტების, პროფესორებისა და ტურიზმის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგი ჩაატარეს. სწავლება ტურიზმის განვითარებას, სერვისის კულტურას, მარკეტინგული კვლევის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოდებს შეეხებოდა. ევროპელმა ექსპერტებმა მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. სამუშაო შეხვედრისას მონიტორინგის ჯგუფის წევრები, სტუდენტების მიერ ჩატარებულ, ტურისტული ბაზრის კვლევას გაეცნნენ. მონიტორინგის ჯგუფის წევრების რეკომენდაციები, ძირითადად, კვლევის პროცესში გამოყენებულ კითხვარებს შეეხებოდა. პროექტის ფარგლებში დაწყებული კვლევა გაგრძელდება. მის შედეგებს სტუდენტები უკრაინის ქალაქ ხერსონში 5-13 სექტემბერს წარადგენენ. შეხვედრის დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრი TEMPUS -ის პროექტის  –  „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის“ – ფარგლებში შეიქმნა. აღნიშნულ პროექტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარდა, საქართველოდან – სამი, ევროპიდან კი თხუთმეტი უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს.

 

ფოტოგალერეა

ვიდეო

ვიდეოს ინგლისური ვერსია

IPN ინტერპრესნიუსი

IPN Interpressnews ENG

 

30.09.2015

,,ტურიზმის განვითარების პრობლემები საქართველოში“ - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი, კარიერის  განვითაების ცენტრთან ერთად, ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრი იყო, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში პროექტის - TEMPUS - CruizeT ჩარჩოში ბიზნესის ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის, სხვადასხვა ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებმა ტურიზმის განვითარების ხელის შემშლელ ფაქტორებზე, სფეროში მიმდინარე გამოწვევებსა და უახლეს სტატისტიკაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრის საქმიანობა და CruiseT-ის მიზნები განიხილეს.

შეხვედრას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები, სტუდენტები და თემით დაინტერესებული სტუმრები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს, მათ მომხსენებლებისთვის შეკითხვების დასმის საშუალება მიეცათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

 

30.09.2015

TEMPUS -ის პროექტის - „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის“ - ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტს Erasmus+-ის საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლები ნინო ურუშაძე და თათა ლორთქიფანიძე მონიტორინგის მიზნით ესტუმრნენ. ვიზიტისას სტუმრები კსუ-ს რექტორსა და  საპროექტო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

კსუ-ს წარმომადგენლებმა სტუმრებს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრის მუშაობის სპფეციფიკა გააცნეს და უკვე ჩატარებული ტრენინგებისა და დაგეგმილი მრგვალი მაგიდის შესახებ ესაუბრნენ.

სტუმრებმა დადებითად შეაფასეს გაწეული სამუშაო და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

TEMPUS -ის პროექტში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარდა, საქართველოდან – სამი, ევროპიდან კი თხუთმეტი უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოგალერეა

 

20.11.2015

სამუშაო შეხვედრა

2015 წლის 20 ნოემბერს კსუ-ში  ტემპუსის პროექტის 543681‐TEMPUS‐1‐2013‐1‐DE‐TEMPUS‐JPHES ‐ CruiseT  ფარგლებში  შექმნილი  ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების რეგიონალური პრობლემები." შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ვიცე-რექტორმა მარინა გედევანიშვილმა გახსნა, რომელმაც საუბარში უნივერსიტეტის განვითარების საკითხებსა და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს  ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის  სამსახურის უფროსის მოადგილემ ეკა ბურდილაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ კობა არაბულმა, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული  პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ქოქიაშვილმა, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროქტების სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი ბუგიანიშვილმა,  რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის სპეციალისტმა გვანცა ჭიღვარიამ. შეხვედრას,  ასევე,  ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის,  ტურისტული  ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის  წარმოამადგენლები.

სამუშაო შეხვედრის ფორმატი დატვირთული იყო. პირველი ნაწილი პროექტის  და მისი  საზაფხულო სკოლის სტუდენტური კვლევების წარდგენას დაეთმო. შემდგომ, დამსწრე საზოგადოებამ ტურიზმის სფეროში რეგიონების პრობლემებზე, პოტენციალსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე  ისაუბრა.   სამუშაო შეხვედრის დასკვნით ნაწილში ტურიზმის ბიზნესის თვალით დანახული პრობლემების ანალიზზე გამახვილდა ყურადღება, ხოლო შემაჯამებელ ნაწილში პროექტ CruiseT  -ის ჩარჩოში დაგეგმილ ტრენინგ კურსებზე ისაუბრეს, რომელსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი იანვარ-თებერვალში  რეგიონების ტურიზმის სპეციალისტებს და დაინტერესებულ პირებს  შესთავაზებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

 

04.03.2016

ტრენინგ კურსი - კვების პროდუქტებისა და სასმელების ხარისხის მართვა ტურიზმში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების სამსახურის TEMPUS-ის პროექტის CruiseT-ისა და ბიზნესის  ფაკულტეტის ტურიზმის რეგიონული განვითარების   ცენტრის ფარგლებში სამდღიანი ტრენინგ კურსი ,,კვების პროდუქტებისა და სასმელების ხარისხის მართვა ტურიზმში” ტარდება.

კურსი  ტურიზმის დარგში მომუშავე სპეციალისტების, სასტუმროებში, რესტორნებსა და სურსათით რეალიზაციის ქსელებში  დასაქმებულთათვისაა  გათვალისწინებული.

ტრენინგ კურსი დაინტერესებულ პირებსა თუ ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პერსონალს  ინფორმაციას მიაწვდის კვებისა და სასმელების უვნებლობის, ხარისხის კრიტერიუმებისა და ცალკეული სასაქონლო ჯგუფისთვის შენახვის პირობების დაცვის შესახებ.

კურსს კსუ-ს ასოცირებული პროფესორი ლია ბერიკაშვილი უძღვება.

6 მარტს ტრენინგის მსმენელებს ორენოვანი საუნივერსიტეტო სერტიფიკატები გადაეცემათ.

 

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

 

11.03.2016

ტრენინგ კურსი - მწვანე ტურიზმი

1-13 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  უწყვეტი განათლების სამსახური TEMPUS-ის პროექტის CruiseT-ისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრის ფარგლებში,  ტურიზმის დარგში მომუშავე სპეციალისტების, ტუროპერატორების, კერძო თუ სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებისა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებში დასაქმებულთათვის  ტრენინგ კურსს „მწვანე ტურიზმი” ატარებს.

კურსის მიზანია მწვანე ტურიზმის პოპულარიზაცია და სოფლის ტერიტორიებზე ტურიზმის განვითარების სტიმულირება.

კურსის ხელმძღვანელი თამარ ჩახნაშვილი მსმენელებს ისეთ საკითხებს გააცნობს როგორიცაა - მწვანე ტურიზმი, მისი ეკონომიკური წარმატება თუ სოციალური ეფექტი, მდგრადი ტურიზმი, მისი განვითარების პერსპექტივა და აგროტურიზმის სახეობები.

აღნიშნული კურსი კსუ-ში უფასოდ ტარდება, მისი დასრულების შემდეგ  მონაწილეები ორენოვან საუნივერსიტეტო სერტიფიკატებს მიიღებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

 

18.03.2016

ტრენინგ კურსი - ტურისტული დანიშნულების ადგილის მენეჯმენტი

18-20 მარტს უწყვეტი განათლების სამსახურის TEMPUS-ის პროექტის CruiseT-ისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრის ფარგლებში ტრენინგ კურსი „ტურისტული დანიშნულების ადგილის მენეჯმენტი“ - ტარდება. აღნიშნული კურსი გათვალისწინებულია რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის, ტურიზმის სფეროს კერძო და სახელმწიფო სექტორსა და ტურიზმის საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.

სასწავლო კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს ტურიზმის როლი რეგიონის, ლოკალური ადგილის ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონალურ დონეზე დესტინაციის სწორი მართვის თანმიმდევრულ პროცესებში.

კურსს კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი თამარ ქობლიანიძე უძღვება.

კურსი უფასოა, მისი დასრულებისას გაიცემა ორენოვანი საუნივერსიტეტო სერტიფიკატი.

 

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

 

14.04.2016

ტრენერთა ტრეინინგი ბოლცანოში (იტალია, სამხრ. ტიროლის რეგიონი)

 

2016 წლის 2–8 აპრილს იტალიის ქ. ბოლცანოში (სამხრეთ ტიროლის რეგიონი) ევროკავშირის „TEMPUS- ის პროგრამის  „Cruise-T“ პროექტის ფარგლებში გაიმართა  მორიგი შეხვედრა, რომელსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 4 წარმომადგენელი ესწრებოდა: რექტორი, პროფესორი კახაბერ კორძაია, ტურიზმის საბაკალვრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ ქობლიანიძე, ასოცირებული პროფესორები: ელისაბედ მალანია და ლია ბერიკაშვილი. შეხვედრა ითვალისწინებდა თემატურ ტრეინინგ–სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს EURAC-ის კვლევით ცენტრში სამი მიმართულებით: დანიშნულების ადგილის (დესტინაციის) მენეჯმენტი და პროდუქტის განვითარება;  სასტუმროების მენეჯმენტი; მწვანე & სოფლის ტურიზმი.   

ტრეინინგების დასრულების შემდეგ განხორციელდა ე.წ. „საველე კვლევები“; პროექტის მონაწილეებმა დაათვალიერეს სამხრეთ ტიროლის მთიანი რეგიონის ტურისტული დანიშნულების სხვადასხვა ადგილი.

 

შეხვედრის ბოლო დღე სამომავლო გეგმებსა და დაგეგმილი ღონისძიებების  განხილვას დაეთმო.

კსუ იტალიაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ტურიზმის სფეროს  ადგილობრივ წარმომადგენლებს გაუზიარებს და შეეცდება, უნივერსიტეტში დაფუძნებული ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრის ფარგლებში „Cruise-T“ პროექტის ეგიდით ტურისტული საკონსულტაციო მომსახურება გაუწიოს; ასევე, პროექტის ჩარჩოში, საჭიროების შემთხვევაში, გადამზადებული პერსონალით დახმარება აღმოუჩინოს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან ჩამოყალიბებულ  კომპეტენციათა  ცენტრს.

 

იხილეთ ფოტოგალერეა

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;