Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ტურიზმის განვითარების რეგიონალური ცენტრი

ცენტრის დაფუძნების მიზანია უზრუნველყოს საერთაშორისო პროექტის - 543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES - CruiseT („კომპეტენციათა ცენტრების ქსელი  შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისათვის“) ძირითადი პრიორიტეტებისა და დებულებების რეალიზაცია, რომელიც ითვალისწინებს ტურისტულ და საზღვაო ინდუსტრიის ეროვნულ სეგმენტში ინტეგრაციული პროცესების ეფექტურ რეალიზაციას, ასევე ტურისტული და საკრუიზო პოლიტიკის რეალიზაციისათვის ეროვნული ცენტრების ფორმირებას.

ცენტრის მისიაა: „საქართველო და შავიზღვსიპირეთი - წარმატებული ტურისტული  რეგიონი“.

ცენტრის საქმიანობის მიზნები:

  • შავი ზღვის რეგიონში ტურიზმის სექტორსა და მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში ინტერესების ინტეგრაცია ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების განხორციელების გზით;
  • რეგიონში არსებული გამოწვევების იდენტიფიკაცია, პრობლემების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების განხორციელება;
  • ტურიზმის სფეროში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება;
  • ტურიზმში ცოდნის, განათლების, კვლევებისა და ინოვაციის  დანერგვა;
  • საკრუიზო ტურიზმის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

ცენტრის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:

  • საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციებს შორის კავშირების დამყარება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციებისათვის სამეცნიერო და კონსალტინგური მომსახურების გაწევა;
  • სასწავლო პროცესსა და პრაქტიკაში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგების გამოყენებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
  • შავიზღვისპირეთის საკრუიზო-ტურისტული სივრცის ეფექტურად ასათვისებლად, ასევე სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური ამოცანების გადაჭრისათვის სამეცნიერო პოტენციალის ფორმირება და მასში  პროექტის  (TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES – CruiseT) მონაწილე ორგანიზაციების თანამშრომლების ჩართვა;
  • სტაჟირებისა და ტრენინგების ორგანიზაციის მომზადება, მათ შორის საზღვარგარეთ, ბიზნეს-სექტორისა და ასოციაციის წევრების სასწავლო პროფესიული სწავლებები;
  • სიმპოზიუმების, კონფერენციების, შეხვედრების, მრგვალი მაგიდების დაგეგმვა-განხორციელება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს ორგანიზაციებთან, კომპანიებთან, სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კავშირების დამყარება;
  • სასწავლო კურსებისა და  საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • დარგის განვითარებისათვის საჭირო ლიტერატურის შექმნა და თარგმნა, საგამომცემლო საქმიანობა;
  • საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერობების დამყარება და გაცვლითი პროექტების შემუშავება განხორციელება.

 

ელისაბედ მალანია

ტურიზმის განვითარების რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი

ელ. ფოსტა: emalania@gmail.com

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;