Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
TEMPUS/ERASMUS +

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლი პროექტში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა Erasmus+2017 წლის საგრანტო კონკურსის შედეგების მიხედვით, ინსტიტუციური თანამშრომლობის (CBHE/ex-Tempus) ფარგლებში, საგრანტო დაფინანსება მოიპოვა. კერძოდ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ლუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) მიერ წარდგენილი პროექტის “Improving skills in laboratory practice for agro-food specialists in Eastern Europe Region” (586383-EPP-1-2017-1-SI-EPPKA2-CBHE-JP) ერთ-ერთი პარტნიორია.

პროექტი - „აგრარული დარგის სპეციალისტებისათვის კვების ტექნოლოგიების უნარების განვითარება ლაბორატორიულ პრაქტიკაში (აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი)“ -  ძალაში 2017 წლის 14 ნოემბრიდან შევიდა.  

თანამშრომლობის ხელშეკრულება 2018 წლის აპრილის ბოლოს გაფორმდება.

  • აპლიკანტი - ლუბლიანას (სლოვენია) უნივერსიტეტი;
  • აღნიშნულ პროექტში ჩართულია სხვადასხვა ქვეყნის 18 უნივერსიტეტი და ლაბორატორია;
  • პარტნიორი N6 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტია;
  • საქართველოდან პროექტში, ასევე, მონაწილეობს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლი პროექტში:

პროექტში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლი უკავშირდება პროექტის საერთო მიზნებსა და პრიორიტეტებს. მისი ჩართულობა ფოკუსირებულია პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე. ღონისძიებები ჩატარდება საქმიანობის საერთო გრაფიკის შესაბამისად. პროექტის ფარგლებში კსუ- ს ერთ-ერთი მთავარი როლია ყურადღების გამახვილება პროექტის მიზნების განხორციელებაზე უნივერსიტეტსა და, ზოგადად, საზოგადოებაში. მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე შეიქმნება სპეციალური კურსი „ლაბორატორიული პრაქტიკა კვების ტექნოლოგიებში“.

კსუ გამოიყენებს უნივერსიტეტის  ყველა შესაძლებლობას - სასწავლო ცენტრებს, აკადემიურსა და ადმინისტრაციულ გარემოს, რათა შეიმუშაოს და განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობა.
კსუ  ყურადღებას გაამახვილებს სწავლებისა და სწავლის მასალების შემუშავებაზე, პროექტის მასალების გამოქვეყნებაზე, პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, აგრეთვე, ადგილობრივსა და ეროვნულ დონეზე მიღებულ შედეგებზე.

პროექტის მიზნები და ამოცანები

პროექტის ძირითადი მიზანია  აგრო-კვების პროდუქტების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლახანს გახდნენ ევროკავშირის ასოცირებული წევრები, მათი სპეციალისტების მომზადების გაუმჯობესების კუთხით. პროექტი ეხება ხელშეკრულების ნაწილს სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხოების შესახებ,  რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ლაბორატორიული კონტროლისა და ევროკავშირის კანონმდებლობასა და სტანდარტებთან დაახლოების გზით.

ეს მიიღწევა სამი კონკრეტული ამოცანის მეშვეობით:


- ლაბორატორიული პრაქტიკის სპეციალობისათვის სპეციალიზირებული სამაგისტრო კურსების შექმნა აგრობიზნესის სექტორის სპეციალისტებისათვის უკრაინაში (UA), საქართველოსა (GE) და მოლდოვეთში MD-შ (ვეტერინარული მედიცინა, აგრონომია, მეცხოველეობა, კვების ტექნოლოგიები);

- უნივერსიტეტის სპეციალურ კურსებზე  სასოფლო-სამეურნეო სექტორში მომუშავე ლაბორატორიული პერსონალის დიპლომის  შემდგომი მომზადების მიზნით პარტნიორული ჯგუფების შექმნა;

- ლაბორატორიების მიერ მათი პერსონალისთვის უზრუნველყოფილი სასწავლო კურსების განახლება;

- უნივერსიტეტებისა და ლაბორატორიების თანამშრომლობის ახალი პრაქტიკის შემუშავება ორმხრივი მომგებიანობის საფუძველზე: გაცვლითი პლატფორმის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულებს, მოახდინონ უნარებისა და კომპეტენციების ადაპტირება შრომის ბაზრის საჭიროებების  მიხედვით, უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამისა და აგრო-საკვების ლაბორატორიის პერსონალისათვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების რეგულარულსა და  მუდმივ  განახლებას.

პროექტის შედეგები:
- სასწავლო კურსების  შემუშავება.  სტუდენტებისა და ლაბორატორიის პერსონალისთვის საჭირო კომპეტენციების მოპოვება;
-  მასწავლებელთა ჯგუფების მომზადება;
- პედაგოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
-  თანასწავლების  საშუალებების შექმნა უნივერსიტეტებისა  და მოქმედი ლაბორატორიების თანამშრომლების მონაწილეობით.

პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები და მეთოდოლოგია:

პროექტის ვადა გათვალისწინებულია 36 თვეზე. პროექტი მიზნად ისახავს აგრო-კვების სექტორში ლაბორატორიული პრაქტიკის  4 სპეციალიზირებული კურსის შექმნას: ვეტერინარული მედიცინა, აგრონომია, მეცხოველეობა და კვების ტექნოლოგიები. აგრეთვე, შემუშავდება საერთო სასწავლო კურსი და  დიპლომის  შემდგომი ტრენინგების სასწავლო კურსები. 

იხილეთ მანდატი 

 

 

 

ERASMUS+

2014 წლიდან უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული ERASMUS+ის საგრანტო პროგრამებში:

  • Siaulai State College 2016-1-LT01-KA103-022746 Higher education staff mobility project
  • University of Alcala 2015-1-ES01-KA103-013416 Higher education student and staff mobility project
  • Mokymosi idejos 2015-2-LT02-KA105-004150 Start living healthier
  • Pan-European University 2014-1-SK01-KA103-000062 Higher education student and staff mobility project

TEMPUS

2013 წლის TEMPUS-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩვენი უნივერსიტეტი მონაწილეობს ორ საგრანტო პროგრამაში უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობისა და თანამშრომლობის განვითარების კუთხით. კსუ, როგორც პარტნიორი უნივერსიტეტი, მონაწილეობს ორ პროექტში.

ეს პროექტები მიმართულია ერთი მხრივ საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ინსტიტუცონალური განვითარებისკენ, ხოლო მეორე მხრივ, შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის ქსელის განვითარების ხელშემწყობი  საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგების შემუშავებისკენ. ამგვარი  აქტივობები კი ხელს უწყობს კსუ-ში ევროპული სტანდარტების დანერგვას.

  1. Strengthening the Specific Role of Universities as LLL Institutions (110 544251- TEMPUS-1-2013-1-GE-TEMPUS-JPHES Ivane Javakhishvili Tbilisi State University)







     
  2. Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black Sea Region (543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES Universität Paderborn)

          CRUISE BLACK SEA

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;