Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საზაფხულო სკოლა ხერსონში

5-13.09.2015

       2015 წლის 5-13 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  ტემპუსის პროექტის მონაწილე აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი უკრაინის ქალაქ ხერსონში იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის  პროექტის   CruiseT -ის   სამუშაო შეხვედრა და  „საზაფხულო სკოლა“ ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში (საქართველო და უკრაინა) საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვის კომპეტენციების ცენტრების ქსელის შექმნას.

     საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდათ ვორკშოფები და ტრენინგები. სტუდენტებმა აგრეთვე, წარმოადგინეს მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებული კვლევის პრეზენტაციები, რომლებიც პროექტის მკვლევარ-პროფესორებთან ერთად ტურიზმის განვითარების პრობლემების იდენტიფიცირებისათვის დაგეგმეს და  განახორციელეს თბილისსა და საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონებში.

      ქართველ და უკრაინელ კოლეგებს ევროპელმა ექსპერტებმა შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე დაიგეგმა ღონისძიებები:

ა)კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან პროექტში ჩართულმა აკადემიურმა  პერსონალმა (პროფესორები: ელზა მალანია, თამარ ქობლიანიძე, ლია ბერიკაშვილი და თამარ ჩახნაშვილი) ვალდებულება აიღო 2016 წლის იანვარ-თებერვალში  ჩაატაროს მოკლევადიანი საპილოტე 6 ტრენინგ-კურსი, რომელთა აუცილებლობა ზაფხულის კვლევებმა და მიმდინარე შეხვედრამ გამოავლინა;

ბ) უნივერსიტეტის მხრიდან ჩართული სტუდენტების დახმარებით (ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ა. ჯანგულაშვილი, საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ნ. მჭედლიშვილი ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ც. ცაცკრიალაშვილი,  ს. მეტრეველი, ა. დიაკონიძე, გ. ბუცხრიკიძე), გაგრძელდება კვლევები ტურიზმის სფეროში სოციალური მედია-მარკეტინგის, მომსახურების ხარისხისა  და  დესტინაციის განვითარების მიმართულებით. 

      შეხვედრა დატვირთული იყო საქმიანი ვიზიტებითა და კულტურული ღონისძიებებით.  მასპინძელმა მხარემ პროექტის მონაწილეებს  დაათვალიერებინა მთავარი ღირსშესანიშნაობები: კურორტი სკადოვსკი და კუნძული ჯარილგაჩი, ნაკრძალი ასკანია-ნოვა, გოლა პრისტანი, ახალი კახოვკა;  ბოლო  სამუშაო დღე  მდინარე დნეპრზე გასეირნებით დაიწყო და ხერსონის რეგიონის მწვანე ტურიზმის რესურსების დათვალიერებით გაგრძელდა. შეხვედრა „ტავრიის მწვანე ხუტორების“ ტერიტორიაზე გვიან ღამით ერთობლივი ვახშამით დამთავრდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

     

 

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;