Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სტუდენტების მზადება საზაფხულო სკოლისთვის ქალაქ ხერსონში (უკრაინა)

11.05.2015

ა.წ. 11 მაისს,  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში,  ტემპუსის  პროექტის "CruiseT" - „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის შავი ზღვის რეგიონში (საქართველო, უკრაინა, ბულგარეთი და რუმინეთი)“ სამუშაო ჯგუფმა,  უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, პროფესორებმა  მარინა გედევანიშვილმა, ელისაბედ მალანიამ, თამარ ქობლიანიძემ და თამარ ინასარიძემ, შეკრებილებს  გააცნეს ამავე პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 18-25 აპრილს, ბულგარეთის ქალაქ ვარნის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარებული სამუშაო შეხვედრების მასალები და შედეგები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში, საინტერესოდ  წარიმართა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა  ბევრ საიტერესო კითხვას უპასუხეს და შეხვედრის ბოლოს სამომავლო გეგმები დასახეს. კერძოდ, უნივერსიტეტში გამოცხადდა სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ საველე სამუშაოებსა  და ქალაქ ხერსონში, საზაფხულო სკოლის მუშაობაში  მათი ჩართვის მიზნით.

ფოტოგალერეა

 

20.05.2015

ა.წ. 20 მაისს,   კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში,  ტემპუსის  პროექტის "CruiseT" - „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის შავი ზღვის რეგიონში (საქართველო, უკრაინა, ბულგარეთი და რუმინეთი)“, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა  უნივერსიტეტში ჩატარებულ კონკურსში   გამარჯვებულ სტუდენტებთან.  ბულგარეთის ქალაქ ვარნაში დაგეგმილი სამუშაოების მიხედვით, მოხდება გამარჯვებული სტუდენტების სწავლება, რის შემდეგაც ისინი, 15-19 ივლისს, უცხოელ დამკვირვებლებთან ერთად,  საველე სამუშაოებს ჩაატარებენ ტურისტულ ობიექტებზე თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში,  ხოლო 5 -13 სექტემბერს  კი  მონაწილეობას   მიიღებენ ქალაქ ხერსონში, საზაფხულო სკოლის მუშაობაში.

ფოტოგალერეა

 

03.06.2015

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში TEMPUS -ის პროექტის - „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის“ _ ფარგლებში საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩატარდა. საზაფხულო სკოლაში, რომელიც ხერსონში, უკრაინაში, 5-13 სექტემბერს გაიმართება, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 4 სტუდენტთან ერთად ევროპის სხვა ქვეყნების სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას. პროექტში საქართველოსთან ერთად ბულგარეთი, რუმინეთი და უკრაინაა ჩართული. TEMPUS-ის პროექტი აღნიშნულ ქვეყნებში კომპეტენციათა ცენტრების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომელიც დარგის სპეციალისტებს გადაამზადებს. მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები ივლისის ბოლომდე გასტანს. პროექტის მთავარი მიზანია, შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარება და ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმის ჩამოყალიბება.

ფოტოგალერეა

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;