Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკრედიტებულია და ხორციელდება სამი საგანმანათლებლო პროგრამა: ჟურნალისტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა.

ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა გამორჩეულია პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებით. სტუდენტებს საშუალება აქვთ დაეუფლონ თანამედროვე ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებს, იმუშაონ რეალურ სარედაქციო რეჟიმში; მულტიმედია პლატფორმაზე დამყარებული სწავლების მეთოდი შესაძლებლობას იძლევა, სტუდენტებმა თანამედროვე მედიის ყველა საშუალებაში (პრესა, ტელევიზია, რადიო, ახალი მედია) მუშაობისთვის მოსინჯონ ძალები. სასწავლო პრაქტიკული დისციპლინები იმგვარადაა გადანაწილებული, რომ სტუდენტები ამ ტიპის დისციპლინებს ძირითადად მე-5 სემესტრიდან ეუფლებიან.

სტუდენტები მონაწილეობენ პერიოდული გამოცემების, ბლოგების, რადიო და ტელეგადაცემების მომზადებაში. საამისოდ კსუ-ში სტუდენტთა საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო გარემო არის შექმნილი: ფუნქციონირებს თანამედროვე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი რადიო და ტელეჟურნალისტიკის სასწავლო-შემოქმედებითი სტუდიები და სამონტაჟოები; კომპიუტერული კლასები; მთელ შენობაში ხელმისაწვდომია სწრაფი, უფასო ინტერნეტ-კავშირი; საგანმანათლებლო პროგრამაში რამდენიმე საგნად არის  გაწერილი უახლესი ტექნოლოგიების (სპეციფიკური კომპიუტერული პროგრამები) შესწავლა.  ბეჭდურ, სამაუწყებლო და ახალ მედიაში მუშაობისთვის საჭირო მნიშვნელოვანი პროგრამების ცოდნა პროფესიის სპეციფიკიდან და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. ყოველივე ეს ახალგაზრდების კარიერულ განვითარებას დიდად უწყობს ხელს - ჩვენი კურსდამთავრებულები დასაქმებულნი არიან და წარმატებით მუშაობენ  საქართველოს ბევრ წამყვან მედიასაშუალებაში.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაზეთისა და ჟურნალის გამოცემას სწავლობენ.  ისინი აქტიურად არიან ჩართულნი საუნივერსიტეტო გაზეთისა და ჟურნალის პერიოდული გამოცემების საქმიანობაში: აგროვებენ ინფორმაციებს, იღებენ ინტერვიუებს, ამზადებენ მასალებს, მონაწილეობენ გამოცემათა დიზაინის შემუშავებასა და დაკაბადონებაში. სწორედ ამით არის განპირობებული პროგრამაში ისეთი ნოვაციური სასწავლო კურსების არსებობა, როგორებიცაა: „საგამომცემლო სისტემები“, „კონვერგენტული ჟურნალისტიკა“, „მუშაობა მულტიმედია პლატფორმებისათვის“ და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ უნივერსიტეტში არსებული საუკეთესო ინფრასტრუქტურის მიუხედავად, ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სასწავლებლის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში დაეუფლონ პრაქტიკულ უნარებს. კსუ-ს მემორანდუმები და ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული სამაუწყებლო, ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაორგანიზაციებთან, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან, საინფორმაციო სააგენტოებთან, ინტერნეტ-პორტალებსა და პრესასთან.

ჩვენი მიზანია, სტუდენტები უკეთ გაერკვნენ თანამედროვე ჟურნალისტიკაში დანერგილ ახალ ტექნოლოგიებსა და ამ ტექნოლოგიების გამოყენებით  ჟურნალისტური ნაწარმის მომზადებისა და გავრცელების ფორმებში.

სწორედ ამ მიზნით, ჟურნალისტიკის პროგრამის ბაზაზე ფუნქციონირებს თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი მულტიმედია ცენტრი, რომელიც სტუდენტებს მრავალფუნქციურ სასწავლო გარემოს სთავაზობს; უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი მომავალი ჟურნალისტების პროფესიული უნარების განვითარებასა და მათ დასაქმებას ემსახურება. ინტერნეტის ეპოქამ და ტექნოლოგიურმა წინსვლამ   საზოგადოება ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ახალი ტექნოლოგიების განვითარება ზრდის მოთხოვნას ისეთი უნარების მქონე ჟურნალისტებზე, რომლებიც ახერხებენ მუშაობას მულტიპლატფორმებისთვის - შეუძლიათ ერთდროულად როგორც ტექსტის, ისე აუდიო და ვიდეოპროდუქციის წარმოება და მეტიც, შეუძლიათ გრაფიკის, ტექსტისა და აუდიოვიზუალური მასალის ისეთი სახით გაერთიანება და გავრცელება, რომ გასაგები იყოს ყველა შესაძლო ფორმის მედიასაშუალებისთვის: ვებგვერდისთვის, მობილურებისთვის, სოციალური ქსელებისთვის, პრესისთვის, რადიოსა და ტელევიზიისთვის, აუდიო და ვიდეოკასეტისთვის. ცენტრის ტექნიკური რესურსი საშუალებას იძლევა, სტუდენტებმა იმუშაონ როგორც პირდაპირი ეთერის რეჟიმში, ასევე ჩაწერონ და ვებგვერდზე განათავსონ თოქშოუები და გადაცემები.

მულტიმედია ცენტრისა და სტუდენტების მიერ მომზადებული გადაცემებისა და დოკუმენტური ფილმების ნახვა ქართულ სატელევიზიო არხებზე არის შესაძლებელი.

ჩვენ მივესალმებით სტუდენტების მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ კარგ ინიციატივას. თქვენი ყველა იდეა უმალ იქცევა მულტიმედიურ პროდუქტად და ჟურნალისტის რთული და საპასუხისმგებლო კარიერის შექმისათვის სასურველ სასტარტო პოზიციას შეგიქმნით.

თანამედროვე საქართველოში განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებსა და დიპლომატებზე, რომლებიც რეალურად შექმნიან ქვეყნის ხვალინდელ პოლიტიკურ სივრცეს. სწორედ ამიტომ, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტთათვის საფუძვლიანი ცოდნის მიცემაზე თანამედროვე საერთაშორისო ურთიერ-თობების თეორიასა და პრაქტიკაში; პროფესიონალი სამეცნიერო კადრების დახმარებით სტუდენტები სწავლობენ პოლიტიკურ იდეოლოგიებსა და თეორიებს, დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის სპეციფიკას, პოლიტიკური მოვლენების ანალიზს.

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თავისებურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ გარდა სავალდებულო თეორიული დისციპლინების სწავლებისა, აქცენტი პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება-გაძლიერებაზე არის გაკეთებული. ამ მიზნით უნივერსიტეტში რამდენიმე ლაბორატორია და კვლევითი ცენტრი შეიქმნა.

კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ცენტრის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, ახლებური ხედვის შესწავლა და თანამედროვე გეოპოლიტიკური მოდელების ამოქმედება. სტრუქტურა ხელს უწყობს ცნობილი ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მოზიდვას, სტუდენტებისა და აბიტურიენტების ინტერესების ზრდას, მათ პროფესიულ განვითარებას.

კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების კვლევის ცენტრი შეისწავლის და ანალიზს უკეთებს კონფლიქტების ზონებთან ურთიერთობების პრობლემებს, სახელმწიფოს სტრატეგიებს, მოლაპარაკებათა ფორმატებს, სამშვიდობო ინიციატივებს, საერთაშორისო სამართლის დამცველი ინსტიტუტების პოზიციებს, მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში საქართველოს ინსტიტუციონალური დამკვიდრების საკითხებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

ადამიანური უსაფრთხოების კვლევითი ცენტრი შეისწავლის თანამედროვე მსოფლიოში არსებულ და ერთმანეთთან დაკავშირებულ იმ პრობლემებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სიცოცხლეზე; ცენტრი აანალიზებს სახელმწიფოთა შორის ომის მიზეზებსა და შედეგებს, ეთნიკურ, რელიგიურ, იდეოლოგიურ, სავაჭრო და ეკონომიკურ კონფლიქტებს,  ენერგორესურსების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებს, ეკოლოგიურ, ადამიანის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრობლემებს.

დემოგრაფიული კვლევის ცენტრის მიზანია შეისწავლოს საქართველოს დემოგრაფიული განვითარება და მისი თავისებურებები გარდამავალ პერიოდში, მოკვდაობისა და შობადობის თანამედროვე ტენდენციები, მოსახლეობის რეპროდუქციული ქცევა, მიგრაციის საკითხები, მოსახლეობის სტრუქტურაზე მოქმედი სოციალურ–ეკონომიკური ფაქტორები. დემოგრაფიული კვლევის ცენტრის უმთავრეს საქმიანობას წარმოადგენს დემოგრაფიულ და სოციალურ პრობლემებზე სამეცნიერო ანალიზის მომზადება, სტატისტიკური  და ცენტრის მიერ ჩატარებული სპეციალური გამოკვლევების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ პრაქტიკას სტუდენტები გადიან როგორც  უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებულ ცენტრებსა და ლაბორატორიებში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო  თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში.

სტუდენტის არჩევანის შესაბამისად, გათვალისწინებულია მეორე უცხო ენის სწავლება. პროგრამაში ჩართული პროფესორ-მასწავლებლების მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში  საშუალება აქვთ სასწავლო კურსების ნაწილი ინგლისურ ენაზე ისწავლონ. 

„საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების“  სამაგისტრო პროგრამის მიზანს წარმოადგენს, მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტები, მკვლევარები  და დიპლომატები, რომლებიც ფლობენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხების  ღრმა თეორიულ ცოდნას, პოლიტიკური და უსაფრთხოების პრობლემების კვლევისა და ანალიზის მეთოდებს და ამ პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის გზებს.

პროგრამა, ამავდროულად, იძლევა საფუძვლიან ცოდნას კონფლიქტების მოგვარების, დიპლომატიური ურთიერთობების, რეგიონული პრობლემების საკითხებში.

კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს გააჩნია  შესაბამისი პოტენციალი, რათა მოამზადოს იმ სტანდარტების ჟურნალისტები და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები, რომლებიც არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო შრომის ბაზარზე იქნებიან კონკურენტუნარიანნი.

 

თანამშრომლობა:

  1. ააიპ „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“;
  2. საინფორმაციო სააგენტო შპს „პირველი“;
  3. გაზეთი შპს „ჯორჯია თუდეი“;
  4. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“;
  5. ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი;
  6. „კავკასიის  საზოგადოებრივ სტრატეგიათა ინსტიტუტი“;
  7. მარკეტინგული კომპანია (შპს)„ემ ქოლორ ჯგუფი“;
  8. სარეკლამო სააგენტო “JWT მეტრო”;
  9. „მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა MM School“;
  10. „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი“;
  11. ააიპ  „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრი“;
  12. ააიპ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტი“
  13. „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრი“;
  14. საინფორმაციო სააგენტო შპს “ტელეგრაფი“;
  15. საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი - „კვირა“;
  16. შპს „თბილისელები პრინტს“;
  17. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი;
  18. სასწავლო ცენტრი "ედუმედიატორი”;
  19.  ტელევიზია შპს „ქართული ტვ“;
  20. ააიპ კავკასიელი ხალხების ეთნოგენეზისის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;
  21. თავისუფალი პარლამენტი;
  22. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო;
  23. ააიპ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანია - საქართველოს კომიტეტი „ ოტავა 98“ ;
  24. ააიპ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე;
  25. ააიპ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი;
  26. ააიპ საზოგადოებრივი დამცველი;
  27. ააიპ კავკასიური სახლი;
  28. ააიპ საქართველლოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  29. შპს სტუდია მაესტრო;
  30. ააიპ საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი;
  31. ააიპ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი;
  32. ააიპ „პოზიცია“;
  33. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი;
  34. აიპ ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი;
  35. ა(ა)იპ ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი;
  36. ა(ა)იპ შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი.

 

 

 

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;