Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სოციალურ მეცნიერებათა

ფაკულტეტზე ხორციელდება ოთხი საგანმანათლებლო პროგრამა: ჟურნალისტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა.

ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა გამორჩეულია პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებით. სტუდენტებს საშუალება აქვთ, დაეუფლონ თანამედროვე ჟურნალისტიკის ყველა პრაქტიკულ თუ თეორიულ ასპექტს.  

მულტიმედია ცენტრში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქციონ და საკუთარი ძალები მოსინჯონ პრესაში, ტელევიზიაში, რადიოსა და ახალ მედიაში. სისტემატიურად მონაწილეობენ პერიოდული გამოცემების, ბლოგების, რადიო და ტელეგადაცემების მომზადებაში. მულტიმედია ცენტრში ფუნქციონირებს თანამედროვე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი რადიო და ტელეჟურნალისტიკის სასწავლო-შემოქმედებითი სტუდიები და სამონტაჟოები; კომპიუტერული კლასები;

უნივერსიტეტში არსებული საუკეთესო ინფრასტრუქტურის მიუხედავად, ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, სასწავლებლის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში დაეუფლონ პრაქტიკულ უნარებს. კსუ-ს მემორანდუმები და ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული სამაუწყებლო, ბეჭდურსა და ელექტრონულ მედიაორგანიზაციებთან, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან, საინფორმაციო სააგენტოებთან, ინტერნეტპორტალებსა და პრესასთან.

ჩვენი კურსდამთავრებულები დასაქმებულნი არიან და წარმატებით მუშაობენ  საქართველოს არაერთ წამყვან მედიასაშუალებაში.

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო  პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტთათვის საფუძვლიანი ცოდნის მიცემაზე თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიასა და პრაქტიკაში; უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლების დახმარებით სტუდენტები სწავლობენ პოლიტიკურ იდეოლოგიებსა და თეორიებს, დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის სპეციფიკას, პოლიტიკური მოვლენების ანალიზს.

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თავისებურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ გარდა სავალდებულო თეორიული დისციპლინების სწავლებისა, აქცენტი პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება-გაძლიერებაზე არის გაკეთებული.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ პრაქტიკას სტუდენტები გადიან როგორც  უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებულ ცენტრებსა და ლაბორატორიებში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო, საჯარო  თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში.

სტუდენტის არჩევანის შესაბამისად, გათვალისწინებულია მეორე უცხო ენის სწავლება. პროგრამაში ჩართული პროფესორ-მასწავლებლების მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში,  საშუალება აქვთ, სასწავლო კურსების ნაწილი ინგლისურ ენაზე ისწავლონ. 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების  სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამის მიზანს წარმოადგენს,  მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტები, მკვლევრები და დიპლომატები, რომლებიც ფლობენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხების  ღრმა თეორიულ ცოდნას, პოლიტიკური და უსაფრთხოების პრობლემების კვლევისა და ანალიზის მეთოდებსა და ამ პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის გზებს.

პროგრამა, ამავდროულად, იძლევა საფუძვლიან ცოდნას კონფლიქტების მოგვარების, დიპლომატიური ურთიერთობების, რეგიონული პრობლემების საკითხებში.

პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის  მიზანი არის  თანამედროვე პოლიტიკის აქტუალური პრობლემების მაღალკვალიფიციური მკვლევრების ჩამოყალიბება. თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური პოლიტიკური და მეცნიერული ინტერესების გათვალისწინებით მსმენელები სიღრმისეულად შეისწავლიან ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების, სახელმწიფო აღმშენებლობისა და დემოკრატიზაციის პრობლემების, კონფლიქტების მართვისა და რეგულაციის კვლევასა და ანალიზს.  დოქტორანტები ატარებენ თემატურ სემინარებს, მონაწილეობენ სამეცნიერო კვლევებში. პროგამას უძღვებიან პოლიტიკის მეცნიერებებში საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ექსპერტები.

კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს გააჩნია  შესაბამისი პოტენციალი, რათა მოამზადოს იმ სტანდარტების ჟურნალისტები და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები, რომლებიც არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო შრომის ბაზარზე იქნებიან კონკურენტუნარიანნი.

 

თანამშრომლობა:

1. ააიპ „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“;

2. საინფორმაციო სააგენტო შპს „პირველი“;

3. გაზეთი შპს „ჯორჯია თუდეი“;

4. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“;

5. ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი;

6. „კავკასიის  საზოგადოებრივ სტრატეგიათა ინსტიტუტი“;

7. მარკეტინგული კომპანია „ემ ქოლორ ჯგუფი“;

8. სარეკლამო სააგენტო “JWT მეტრო”;

9. „მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა MM School“;

10. „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი“;

11. „საქართველოს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრი“;

12. „საქართველოს მართვის სტრატეგიული ინსტიტუტი“;

13. „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრი“;

14. საინფორმაციო სააგენტო „შპს ტელეგრაფი“;

15. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს საზოგადოებრივი დამცველი“ (ორგანიზაცია არის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრი ორგანიზაცია);

16. „საქართველოს დამოუკიდებელ  ექსპერტთა კლუბი“;

17. საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი - „კვირა“;

18. შპს „თბილისელები პრინტს“;

19. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი;

20. სასწავლო ცენტრი „ედუმედიატორი”;

21. შპს „Tv3“;

22. ტელევიზია შპს „ქართული ტვ“;

23. კავკასიელი ხალხების ეთნოგენეზისის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;

24. თავისუფალი პარლამენტი.

 

 

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;