ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური კურსდამთავრებულები ბიბლიოთეკა

    EBSCO Publishing – შეიცავს 12 საერთაშორისო მონაცემთა ბაზას. წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობარო გამოცემების უდიდეს კოლექციას, რომელიც მოიცავს: 11000–ზე მეტი დასახელების სტატიას მეცნიერებისა და ბიზნესის პრაქტიკულად ყველა სფეროში. ამერიკის უმნიშვნელოვანესი გაზეთების სრულ სტატიებს, 100 000 დასახელების ელექტრონულ წიგნს. EBSCO იხილეთ ლინკი:

    ეს კოლექცია ასევე გამოირჩევა ძალზე მოხერხებული და ეფექტური საძიებო სისტემით. ხელმისაწვდომია ინტერნეტის ქსელში ჩართული ნებისმიერი ავტორიზებული მომხმარებლისთვის.


    Cambridge University Press – კემბრიჯის უნივერსიტეტის ჟურნალები

    წარმოადგენს მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ 384 დასახელების ჟურნალს არქივის ჩათვლით, მეცნიერების ყველა დარგში. თავისუფალი წვდომა გასული წლების ციფრულ არქივზე 1997 წლიდან.

    2017 წელს ჟურნალების სიას კიდევ დაემატა 20 ჟურნალი სამართლის, ბიოლოგიის, ანთროპოლოგიის, არქეოლოგიისა და სხვა სფეროებიდან. 


    Royal Society Journals Collection წარმოადგენს მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების ჟურნალების კოლექციაში შემავალ 9 დასახელების მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებს ფიზიკის, ბიოლოგიის მეცნიერებების, მათემატიკისა და საინჟინრო მეცნიერებების დარგებში, მათ შორისაა, Philosophical Transactions A and B, and Proceedings A and B. ბაზა მოიცავს Royal Society-ის ციფრულ არქივს 1665 წლიდან.


    Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books

    Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books წიგნები ფინანსთა, ეკონომიკის, ინოვაციური კვლევების, ინფრასტრუქტურის განვითარების, ჯანდაცვის, კორპორაციული მართვის, საჯარო და სოციალური მმართველობის. მიგრაციის, კვლევის მეთოდების, ინტელექტუალური საკუთრების, სამართლებრივ და სხვა კვლევათა განვითარების შესახებ. ჟურნალები ეკონომიკისა და ეკონომიკური მიმართების ინტერვენციის, ლიდერობის ინსტიტუტისა და ჰუმანიზმის შესახებ. 


    SAGE Premier – ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა ტექნოლოგიები, ბიზნესი და აგრეთვე მედიცინის სფერო. სამეცნიერო სტატიები მზარდი სტატისტიკით. SAGE- ის ჟურნალების 65% წარმოდგენილია 2010 წლის Thomson Reuters Journal ციტირებად ჟურნალთა ჩამონათვალში (JCR).


    IMechE Journals მექანიკის ინჟინერიის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული 18 ჟურნალი მოწოდებული გამომცემლობა SAGE-ის მიერ, სადაც წარმოდგენილია სრული სპექტრი 1847 წლიდან დღემდე.

    საგნობრივი სპექტრი:

    მექანიკური ინჟინერია

    პრიორიტეტი:

    ყოველი 18 სახელწოდებიდან 17 შედის Thomson Reuters Journal-ის ციტირებულ სტატიათა რიცხვში;
    ყველა ჟურნალი ინდექსირებულია გამომცემლობა SCOPUS-ში.


     

    44 ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალი

    საგნობრივი სპექტრი:

    აფრიკული კვლევები, ანთროპოლოგია, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია, აზიური კვლევები, კრიტიკა და თეორია, კულტუროლოგია, ეკონომიკა, განათლება, გარემოს დაცვა, ეთნოგრაფია, ევროპისმცოდნეობა, მხატვრული ლიტერატურა და პოეზია, ფილმი და მედიაკვლევები, გენდერული სწავლება, ლიტერატურათმცოდნეობა, ჯანმრთელობის დაცვა, ისტორია, საერთაშორისო და რეგიონული კვლევები, ახლო აღმოსავლეთის კვლევები, მუსიკის თეორია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, პოლიტიკა, რელიგიური კვლევები, სამეცნიერო კვლევები, სოციოლოგია და სოციალური თეორია, თეატრისა და წარმოდგენის შესწავლა.

    პრიორიტეტი:

    თავისუფალი წვდომა  ყველა საჟურნალო ფაილზე 2000 წლიდან დღემდე, პლუს შერჩევითი მასალები 1940 წლიდან 2014 წლამდე;
    19 ინდექსირებული ჟურნალი გამომცემლობა Scopus-იდან;   ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა 18 ჟურნალი ციტირების მაღალი ინდექსით; სოციალურ მეცნიერებათა 9 ინდექსირებული ჟურნალი.


    Opening Journals

    OpenEdition Freemium Journals - ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით 160 ჟურნალი, ხელმისაწვდომია HTML, PDF და ePUB-ის ფორმატით.

    პუბლიკაციების დაახლოებით 80% ფრანგულ ენაზეა, ასევე არის სტატიები ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე.

    სტატიების უმეტესობა ერთზე მეტ ენაზეა გამოქვეყნებული.

    ძირითადი მიმართულება - ჰუმანიტარული, სოციალური მეცნიერებები.


    ენოლოგიისა და მევენახეობის ამერიკული ჟურნალი

    იმპაქტ-ფაქტორი: 1.765 (ტომსონ როიტერის 2017 წლის ჟურნალის ციტირების ანგარიშზე დაყრდნობით).

    ენოლოგიისა და მევენახეობის ამერიკული ჟურნალი (AJEV), რომელიც გამოიცემა კვარტალურად, არის ენოლოგიისა და მევენახეობის ამერიკული საზოგადოების (ASEV) ოფიციალური ჟურნალი. ეს არის მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი ჟურნალი, რომელიც შეეხება მეღვინეობისა და ვაზის სამეცნიერო კვლევას.

    ენოლოგიისა და მევენახეობის ამერიკული ჟურნალი (AJEV) აქვეყნებს კვლევებს, ლიტერატურის მიმოხილვებს, კვლევით შენიშვნებსა და ტექნიკურ მოკლე მიმოხილვებს ენოლოგიისა და მევენახეობის სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის ღვინის ქიმიაზე, სენსორულ მეცნიერებაზე, ღვინის ხარისხის შეფასებაზე, მიკრობიოლოგიაზე, მეთოდების განვითარებაზე, მცენარეთა პათოგენესზე, ყურძნის დაავადებებსა და მავნებლებზე, საველე პრაქტიკის ეფექტზე, ვაზის გენეტიკასა და ჯიშებზე. ყველა ნაშრომი გადის რეცენზირებას და მათი ავტორობა შეუძლიათ არა მხოლოდ ენოლოგიისა და მევენახეობის ამერიკული საზოგადოების (ASEV) წევრებს, არამედ სხვა დაინტერესებულ პირებსაც.

    სამეცნიერო რედაქტორი, ისევე როგორც მევენახეობის, ენოლოგიისა და ასოცირებული რედაქტორები, მოწვეულნი არიან მსოფლიოს სხვადასხვა აკადემიური და კვლევითი დაწესებულებიდან და პასუხისმგებელნი არიან ჟურნალის შინაარსზე.

    თავდაპირველად, ენოლოგიისა და მევენახეობის ამერიკული ჟურნალი (AJEV) გამოიცა 1950 წელს ენოლოგების ამერიკული ასოციაციის მიერ, რომელიც ჩამოაყალიბეს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა და ღვინის შემქმნელებმა. ამას მოჰყვა ყოველწლიური მასალები, რომელიც გამოიცა 1951-დან 1953 წლამდე. 1954 წელს გამოიცა ენოლოგიის ამერიკული ჟურნალის პირველი ნომერი და 1955 წლიდან დაიწყო კვარტლური ჟურნალის გამოცემა. 1966 წელს ჟურნალს გადაერქვა სახელი და გახდა ენოლოგიისა და მევენახეობის ამერიკული ჟურნალი. 1984 წელს საზოგადოებს სახელი გადაერქვა და გახდა ენოლოგიისა და მევენახეობის ამერიკული საზოგადოება.

    ყოველ წელს საზოგადოების წევრები ირჩევენ ერთ ნაშრომს ენოლოგიასა და მევენახეობაში და ისინი იღებენ ჯილდოს საუკეთესო ნაშრომისათვის.

    • შეადგენს 2000.00 აშშ. დოლარს თითოეული ნაშრომის ავტორისათვის.

    Scopus-ი წარმოადგენს რეცენზირებადი ლიტერატურას: სამეცნიერო ჟურნალები, წიგნები, კონფერენციის მასალები და გამოცემების ყველაზე დიდ რეზიუმეებისა და ციტირების მონაცემთა ბაზას. Scopus-ზე წვდომა უზრუნველყოფს სამეცნიერო, ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, სოციალურ მეცნიერებებსა და ჰუმანიტარულ მეცნიერებების სფეროში არსებული მსოფლიო კვლევის შედეგების ყოვლისმომცველ მიმოხილვას. მსოფლიოს მასშტაბით კვლევის საუკეთესო გაშუქებით, Scopus-ი ხელს უწყობს კვლევის წარმოებას ჩვენს ინსტიტუტში. 2004 წლიდან Scopus-ი აწარმოებს მსოფლიო სამეცნიერო-კვლევითი გამოკვლევის ყოვლისმომცველ მიმოხილვას ყველა დისციპლინაში და ეს ყველაფერი სულ უფრო და უფრო უმჯობესდება. Scopus-ში წარმოდგენილია ჭკვიანი ინსტრუმენტები, რათა გამოიკვლიოს გაანალიზოს და მოახდინოს კვლევის ვიზუალიზაცია - ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გამოავლინოთ არსებული ტენდენციები, გაზარდოთ თქვენი კვლევის ხილვადობა, ააგოთ ერთობლივი თანამშრომლური ქსელი, გააუმჯობესოთ დაფინანსების აპლიკაციები და განუმარტოთ კვლევის ღირებულება თქვენს ორგანიზაციას.


    ScienceDirect-ი არის Elsevier-ის წამყვანი საინფორმაციო გადაწყვეტა მკვლევართათვის, პედაგოგებისთვის, სტუდენტებისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და საინფორმაციო პროფესიონალებისათვის. ის სთავაზობს მკითხველს მილიონობით სრულ გამოცემებს, მათ შორის ჟურნალების სტატიებს და წიგნის თავებს Elsevier-იდან, მის შტამპს და პარტნიორებს.

    ScienceDirect-ი დაგეხმრებათ მეცნიერულ კითხვებზე პასუხების მოპოვებაში სანდო, მაღალხარისხიან, ინტერდისციპლინარულ კვლევებზე დაყრდნობით, ასევე ხელს შეგიწყობთ თქვენ სფეროში იყოთ ერთ-ერთი წამყვანი და გაეცნოთ სიღრმისეულად ტენდენციურ საკვლევ თემებს.

    დაათვალიერეთ 4089 ჟურნალი და 28718 წიგნი.


    მოიპოვეთ კონკურენტუნარიანი ადგილი საიდანაც დაინახავთ კვლევითი დაფინანსების სრულ სურათს ერთი საშუალების გამოყენებით, რომელიც აერთიანებს 20000 -ზე მეტ დაფინანსების შესაძლებლობას. სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია 2 მილიონზე მეტ გაცემულ კვლევით გრანტზე სხვადასხვა დამფინანსებლიდან.

    Funding Institutional ინფორმაციას აწვდის თქვენს კვლევის პროგრამების სტრატეგიას, იმით რომ გეხმარებათ აქტიური, ზუსტი დაფინანსების შესაძლებლობებს მოძებნით დროულად, დაახლოებით 3000 სახელმწიფო და კერძო დაფინანსების ორგანიზაციებისაგან, და გთავაზობთ გაეცნოთ კვლევებს რომლებიც უკვე დაფინანსდა თქვენი ინტერესის სფეროში.

    გაზარდეთ გრანტის მიღების შესაძლებლობა დაფინანსების გაცნობით, აღმოჩენით და გადაწყვეტილების მიღებით.

    ჩვენი მონაცემები: დამფინანსებლის, დაფინანსების შესაძლებლობების და სხვადასხვა დამფინანსებლებიდან გაცემული გრანტების მონაცემთა გაერთიანება, მომხმარებელთა დროული ინფომრირება უახლესი ინფორმაციით.

    ჩვენი პროდუქცია: ერთი გამოსავალი, რომელიც მხარს უჭერს დაფინანსებას, აღმოჩენასა და გადაწყვეტილების მიღებას.

    ჩვენი ეკოსისტემა: Elsevier-ის უნიკალური საკუთრებასთან, როგორიცაა Scopus და Elsevier Fingerprint Engine ინტეგრირება.


    თავისუფალი წვდომის მონაცემთა ბაზები:

     

    1. თავისუფალი წვდომის  წიგნების დირექტორია (DOAB)

    2. თავისუფალი წვდომის ჟურნალების დირექტორია (DOAJ)

    3. ღია ბიბლიოთეკა 

    4. უფასო სამედიცინო წიგნები

    5. FreeBookCentre.net 

    6. FreeFullPDF.com

    7.  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 

    8. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

    9. სტომატოლოგია

    10. კომპიუტერული მეცნიერებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის ამერიკული ჟურნალი

    11. Immunome Research

    12.  Journal of Infectious Diseases & Therapy

    13. Science Publishing Group

    14. VITIS