ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური კურსდამთავრებულები ბიბლიოთეკა

    შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) დაარსებიდან 23 წელს ითვლის. უნივერსიტეტი მოქმედებს, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. უნივერსიტეტი 1995 წელს დაარსდა, როგორც სამედიცინო ინსტიტუტი „კლინიცისტი“. ამავე წელს მიიღო საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ლიცენზია, ხოლო 2005 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიენიჭა აკრედიტაცია. 2006 წელს ინსტიტუტს - „კლინიცისტი“ შეეცვალა სახელწოდება, დამფუძნებლები და ჩამოყალიბდა მრავალპროფილურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად, სახელწოდებით - შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. 2007 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით. შემდგომ, 2012 წელს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მიენიჭა ავტორიზაცია 5 წლის ვადით. ბოლო ავტორიზაციის პერიოდში (2012 წლიდან დღემდე) შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოცდაათამდე საბაკალავრო, ერთსაფეხურიან, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.

    სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ 2015 წლის 14 ივლისს დააკმაყოფილა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის განაცხადი. საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის კონტინგენტი 4700 (ოთხიათას შვიდასი) სტუდენტით განისაზღვრა.

    კსუ ახორციელებს საბაკალავრო, ერთსაფეხურიან სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.

    უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 5 ფაკულტეტი:

    • ბიზნესის;
    • სოციალურ მეცნიერებათა;
    • სამართლის;
    • მედიცინის;
    • მევენახეობა-მეღვინეობის.

     

    უნივერსიტეტის ხედვა:

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საზოგადოებრივ-ეკონომიკური პროგრესის ხელშემწყობი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინსტიტუცია, რომელიც ავითარებს ქართულ და მსოფლიო კულტურის ფასეულობებს თანამედროვე ცოდნაზე დაყრდნობით.

    უნივერსიტეტის მისია:

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქმნის თანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო გარემოს ინოვაციური მეთოდების დანერგვით, ინტერკულტურული განათლებითა და მრავალფეროვანი საუნივერსიტეტო ცხოვრებით. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე თაობის აღზრდას.