Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

მარინა გედევანიშვილი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, რექტორის მოადგილე, პროფესორი

საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა თავისი განვითარების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება. ამ პირობებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი  არსებითად ახალი ამოცანების წინაშე დგას, რომლის მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ პროფესიონალიზმისა და ინტელექტის შერწყმის შედეგად.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ვალია უზრუნველყოს: უნივერსიტეტში  სწავლებისა და კვლევის ხარისხის ამაღლება;  სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდებისა და  ბოლონიის პროცესის პრინციპების დანერგვა; საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის  ინტეგრაცია; თანამშრომლობა საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; საზოგადოებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, დროის მოთხოვნების შესაბამისად მუდმივად განახლებული,  მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება და რეალიზება; კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა; უნივერსიტეტის მართვაში თანამშრომლებისა და სტუდენტების ჩართულობა; მაღალკვალიფიციური, სამეცნიერო–პედაგოგიური კადრების მოზიდვა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევების ფინანსური მხარდაჭერა; საგრანტო პროექტებში მონაწილეობის ხელშეწყობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

განათლება:

1998–2001 ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე;

1978–1983 ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალობით ბიოფიზიკა ;

1980-1982 ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი, ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით.

 

სამუშაო გამოცდილება:

05.2011-დღემდე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი;

02.2011– დღემდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

2009– დღემდე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის ექსპერტი;

2005–2010- თბილისის საბანკო–საფინანსო და მენეჯმენტის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

2008–2009- სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტი;

1993–2005- თბილისის საბანკო–საფინანსო ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო მუშაობის დარგში;

1990–1991- რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უჯრედის ბიოფიზიკის ლაბორატორიის მეცნიერ–თანამშრომელი;

1987–1990- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი;

1987- რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ჰელმჰოლცის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სტაჟიორი;

1987- ი.ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ქსოვილოვანი კულტურების ლაბორატორიის მეცნიერ– თანამშრომელი;

1983–1987 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ექიმ–ლაბორანტი, ქსოვილოვანი კულტურების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

 

სამეცნიერო ხარისხი:

1992 ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი;

სამი სახელმძღვანელოს თანაავტორი (პროექტების მენეჯმენტი; საერთაშორისო ბიზნესი, ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა; საჯარო პოლიტიკური მმართველობის თეორია და პრაქტიკა)

თვრამეტი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა

პროექტის: 543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES – CruiseT, ტრენერი

სერტიფიკატები

2014

Professional Seminar in Strategic Management “Fortune at the Bottome of the Pyramid” ;

Professional Seminar in Strategic Management based on the international best-seller “Drop Effect”.

ჯილდო

2014

In recognition of Professionalism and Extraordinary Practice in Management in organizing the implementation of the International Scholarship Program, ISP-NEW HORIZONS 2014 at the Caucasus International University, IPEK CENTAR, Belgrade, Serbia. 

ენები:

ქართული (მშობლიური), რუსული (სრულყოფილად), ინგლისური (კარგად)  

 

პირადი მონაცემები:

ტელ: (995 32) 261 12 98, (995 32) 294 59 92 ( შიდა 112 )

ელ. ფოსტა: vicerector@ciu.edu.ge

 


 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:

სამსახური ახორციელებს ღონისძიებებს სასწავლო მუშაობის ხარისხის სისტემური სრულყოფისათვის, ზრუნავს უნივერსიტეტში  მეთოდებისა და რესურსების, აგრეთვე, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატურ  შეფასებასა და მის განვითარება–განახლებაზე.

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

  • მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეიმუშავებს შესაბამის პოლიტიკასა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეფასების პროცედურებს;
  • პერიოდულად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი გაუმჯობესებისათვის;
  • სხვა საუნივერსიტეტო სამსახურებთან ერთად მონაწილეობს პერსონალის დაკომპლექტების, დატვირთვის განსაზღვრის, სტუდენტთა მობილობის სისტემის სწორი გამოყენების რეგულაციაში;
  • ახორციელებს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებებს;
  • ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ავტორიზაციისა  და პროგრამული აკრედიტაციისათვის თვითშეფასების პროცესს და ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას;
  • საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმას საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით.

 

მარინა გედევანიშვილი

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

ელ. ფოსტა: marinagedevanishvili@yahoo.com

ტელ.: (995 32) 261 12 98, (995 32) 294 59 92 შიდა 112

 

ფიქრია კაპანაძე

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე

ტელ: (995 32) 261 12 98, (995 32) 294 59 92 

ელ. ფოსტა: pikria.kapanadze@ciu.edu.ge

 

გია ფიჩხაია

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი მედიცინის ფაკულტეტზე

ელ. ფოსტა: giorgi.phichkhaia@ciu.edu.ge

ტელ.: (995 32) 261 12 98, (995 32) 294 59 92 შიდა 141

 

მირანდა აბრამიშვილი

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

ელ. ფოსტა: miranda.abramishvili@ciu.edu.ge

ტელ.: (995 32) 261 12 98, (995 32) 294 59 92 შიდა 119

 

მონიკა გაბუნია

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი სამართლის ფაკულტეტზე

ელ. ფოსტა: monika.gabunia@ciu.edu.ge

ტელ.: (995 32) 261 12 98, (995 32) 294 59 92 შიდა 121

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;