Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი თბილისში

13.07.2015

TEMPUS -ის პროექტის  –  „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის“ – ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს პადერბორნის უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკალას შაპერი ეწვია. ვიზიტის დასაწყისში, მონიტორინგის ჯგუფის წევრები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. კსუ-ს რექტორმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სტუმრებს უნივერსიტეტის ისტორია, სამომავლო გეგმები და სასწავლო პროგრამები გააცნეს. სტუდენტებთან შეხვედრის მთავარი თემა პროექტის ფარგლებში გახორციელებული ტურისტული ბაზრის კვლევის შედეგების გაცნობა და ანალიზი იყო. ბიზნესის ფაკულტეტის კვლევაში მონაწილე სტუდენტები ნიკალას შაპერს კვლევის პროცესში დაგროვილ გამოცდილებასა და პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ტურისტული ბაზრის კვლევა გაგრძელდება. მის შედეგებს სტუდენტები ხერსონის საზაფხულო სკოლაში წარადგენენ.

შეხვედრის დასასრულს, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტუქტურა დაათვალიერეს. კსუ-ს კანცლერმა სტუმრებს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქართული მარანი დაათვალიერებინა და უნივერსიტეტის ეზოში გაშენებული ენდემური ჯიშის ვაზები გააცნო. პროექტის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრი დაფუძნდა.

18 ივლისს, ტურიზმის განვითარების რეგიონულ ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში, ევროპელი ექსპერტები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორებისა და ტურიზმის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგს ჩაატარებენ.

ფოტოგალერეა

ვიდეო

ვიდეოს ინგლისური ვერსია

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;