Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მისია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციაზე და მუდმივ განახლებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთ უმთავრეს კაპიტალს წარმოადგენს ღირსეული კადრები და თანამშრომლობის სწორი სქემა. უნივერსიტეტი ტრადიციული, კლასიკური გაგებით წარმოადგენს ადმინისტრაციის, პროფესორების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კორპორაციას. მისთვის ღირებულია მაღალი შეგნებისა და ზნეობის პრინციპების დამკვიდრება, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალების პრაქტიკული განხორციელება, პოლიტიკური ლიბერალიზმის ხელშეწყობა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეფუძნება გელათისა და იყალთოს უძველეს საგანმანათლებლო ტრადიციებს. ასევე, ევროპული უმაღლესი განათლებისა და მეცნიერული კვლევის მეთოდებს. კსუ ადასტურებს ერთგულებას ევროპული საგანმანათლებლო გარემოს განვითარების ძირითადი მიმართულებების მიმართ, რომელიც ასახულია ბოლონიის პროცესის ფუნდამენტურ პრინციპებსა და კოპენჰაგენის დეკლარაციაში. ამავდროულად, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კავკასიელ და კავკასიით დაინტერესებულ სტუდენტებს.

 

მისია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიაა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დონეზე:

  • გაატაროს თანამედროვე ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პოლიტიკა;
  • შექმნას სტუდენტზე ორიენტირებული საუკეთესო სასწავლო და კვლევითი გარემო;
  • მოამზადოს მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები;
  • ჩამოუყალიბოს მათ კონვერგენტულ, დივერგენტულ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებები.

 

დასახული მისიის განხორციელებისათვის უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია:

  • დაიკავოს ღირსეული ადგილი თავისუფალ და დემოკრატიულ საუნივერსიტეტო საზოგადოებაში;
  • განახორციელოს და განავითაროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე;
  • ხელი შეუწყოს საერთაშორისო დონეზე საგანმანათლებლო და კვლევით ურთიერთობებს;
  • უზრუნველყოს პროფესორ-მასწავლებლების აკადემიური თავისუფლება;
  • მოამზადოს ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური კადრები.

 

აღნიშნული მისიისა და ძირითადი მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტის ამოცანებია:

  • სამეცნიერო კვლევებისა და ახალი ცოდნის დანერგვის ხელშეწყობა;
  • საგანმანათლებლო პროცესის ინოვაციური განვითარება;
  • საერთაშორისო სამეცნიერო/აკადემიური თანამშრომლობის განვითარება და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა;
  • კვლევითი ცენტრების შექმნა და მათი ხელშეწყობა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავებისა და რეალიზებისათვის;
  • სტუდენტისა და პროფესორის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • პოტენციურ დამსაქმებელთან მჭიდრო ურთიერთობა;
  • საერთაშორისო პროექტებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართვა;
  • უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა.
 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;