Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მედიცინის

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისათვის მედიცინის ფაკულტეტი ერთ-ერთი პრიორიტეტულია; ის 1995 წლიდან ფუნქციონირებს და დაარსების დღიდან  მრავალი წარმატებული მედიკოსი აღზარდა და დაასაქმა.

2012 სასწავლო წლიდან მედიცინის ფაკულტეტი გაწევრიანებულია საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ფონდში „FAIMER-IMED“ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში - „AVICENNA“.

ფაკულტეტი ცხრა აკრედიტებულ პროგრამას ახორციელებს: მედიცინის ქართულ და ინგლისურენოვან,  სტომატოლოგიის ქართულ, ინგლისურ და რუსულენოვან, ფარმაციის  ქართულ და ინგლისურენოვან საბაკალავრო და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ქართულ და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს.

საგანმანათლებლო პროგრამები საბაზისო და კლინიკური დისციპლინების სწავლებას ითვალისწინებს. ამ მიზნით, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს: საბაზისო დისციპლინების სასწავლო ლაბორატორიები, აღჭურვილი უახლესი ანატომიური მოდელებითა და მულაჟებით; ნეირომეცნიერებათა და გამოყენებითი ფიზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ, თეორიული სწავლების პარალელურად, ყოველკვირეულად ჩაატარონ ექსპერიმენტები ცხოველებზე. გარდა უნივერსიტეტისა, ისინი მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებში, რომლებიც ივანე ბერიტაშვილის სახელობის ,,სიცოცხლის შემსწავლელ ცენტრში“ ტარდება.

უნივერსიტეტში შექმნილია შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის სასწავლო ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია უახლესი სიმულატორებითა და ფანტომებით. ეს ლაბორატორია ხელს უწყობს სტუდენტებს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლონ პაციენტის გამოკვლევის ფიზიკური მეთოდები, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და დახვეწონ პაციენტების გასინჯვის ტექნიკა.

უნივერსიტეტში შეიქმნა  ბიოქიმიური სასწავლო ლაბორატორია, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ ზრდას და მათ ჩართვას სამეცნიერო – კვლევით საქმიანობაში.

სტომატოლოგიის პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საფანტომო სწავლების ორი კაბინეტი და საკუთარი, საუნივერსიტეტო, სტომატოლოგიური კლინიკა, სადაც სტუდენტები პაციენტებთან უშუალო ურთიერთობას მეექვსე სემესტრიდან იწყებენ.

2014 წელს უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა რეზიდენტურის პროგრამა თერაპიულ სტომატოლოგიაში, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს მეორე, საკუთარი, სარეზიდენტო სტომატოლოგიური კლინიკა, რაც ხელს უწყობს სტუდენტების ადაპტაციას კლინიკურ გარემოსთან.

ეს პროგრამა ჩვენს კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს, სწავლა აქვე გააგრძელონ და გახდნენ პრაქტიკოსი ექიმები.

პრაქტიკული მეცადინეობები კლინიკურ დისციპლინებში მიმდინარეობს საქართველოს წამყვან კლინიკებსა და სამედიცინო დაწესებულებებში, რაც წარმატებულ სტუდენტებს რეალურ დასაქმებაში უწყობს ხელს.

კვალიფიციური პროფესორების ხელმძღვანელობით თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების დონეზე, რაც საუკეთესო პირობებს ქმნის კარგი განათლების მისაღებად.

 

 „FAIMER-IMED“

„AVICENNA“

 

 

თანამშრომლობა:

  1. სს „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“;
  2. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო;
  3. შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“;
  4. შპს „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო“;
  5. შპს „სამედიცინო ცენტრი - ნეოკლინიკა“;
  6. ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი;
  7. შპს ,,დეკა” (შპს ,,სამკურნალო კომბინატი”)
  8. შპს „ზ. შაქარაშვილის ონკოჰომატოლოგიური კლინიკა ლაიფმედი“
  9. შპს „რეფერალური ჰოსპიტალი“;
  10. ა(ა)იპ „ადამიანი და ბუნება“;
  11. სტომატოლოგიური კლინიკა შპს „დიოდენტი“;
  12. ა(ა)იპ თსსუ-ის „იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი“;
  13. ფარმაცევტული საწარმო „ეუბიოტიკები“;
  14. აფთიაქი შპს „სოფია“;
  15. აფთიაქი შპს „ლუკა 2010“;
  16. შპს „აფთიაქი კრწანისი“.
  17. სს ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი";  
  18. შპს „პეგასი“;
  19. შპს „კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრი“;
  20. შპს „კონსტანტინე მადიჩის სახელობის მამოლოგიის ცენტრი“;
  21. ს.ს. „ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტი“;
  22. შპს ენდოკრინოლოგიის ეროვნული ცენტრი;
  23. შპს ბაკურ კოტეტიშვილის ფსიქონევროლოგიური კლინიკა;
  24. შპს სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი;
  25. შპს თბილისის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი;
  26. შპს ტკივილის მართვის ცენტრი;
  27. შპს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი; 
  28. აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი;
  29. შპს "ჯი პი სი";
  30. დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა.
 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;